04:04 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, სილვიუ დომენტესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
დღეიდან სანოტარო ბიუროები ეტაპობრივად გაიხსნება

სიახლეები

თბილისის მერმა 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. საცხოვრებელი ფართები მათ 15-წლიანი ლოდინის შემდეგ, სიმბოლურ ფასად დაუკანონდათ.

თბილისის მერმა აღნიშნულ ოჯახებს მიულოცა და განაცხადა, რომ პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

„დღეს სამგორის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადავეცით საცხოვრებელი ფართები. ეს ის ბინებია, სადაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, მოსახლეობას დაპირება მივეცი, რომ ყველა იმ ოჯახისა და ადამიანისთვის, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, შევქმნიდით პროგრამას, რომლის მეშვეობითაც, აღნიშნულ საკითხს მოვაგვარებდით. მართლაც, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ და ამ პროგრამით უკვე 900-მდე ოჯახმა ისარგებლა. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და ყველამ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, აუცილებლად უნდა მიმართოს თავისივე რაიონის გამგეობას, სადაც ფართების დაკანონებისთვის საჭირო პროცედურებს ზედმიწევნით აუხსნიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინიციატივით, იმ მოქალქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები უკვე 900-მდე ოჯახს დაუკანონდა.

მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად  მიმდინარეობს.

შეხვედრაზე თბილისის მერთან ერთად, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე იმყოფებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

27 აპრილი, 2020კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი