04:26 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტები განიხილეს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, სილვიუ დომენტესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სიახლეები

კამპანიის „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში სტუდენტებისთვის კონკურსები ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი, ევროპის დღეების ონლაინ რეჟიმში აღნიშვნას აგრძელებს. ციფრულმა კამპანიამ „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ სტარტი აიღო და მხარდამჭერებთან ერთად ახალგაზრდებისთვის არაერთი აქტივობა იგეგმება.

 

დღეიდან, დაიწყო სტუდენტებისა და დოქტორანტების რეგისტრაცია ესსეების (ნარკვევების) კონკურსზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს. კონკურსის თემაა „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“. პროექტს მხარს უჭერენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდი. კონკურსის მიზანია საზოგადოებისა და დაინტერესებული ჯგუფების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესისა და ხელშესახები პოზიტიური შედეგების შესახებ.

 

კონკურსში მონაწილეების მსურველებმა უნდა მოამზადონ ესე (ნარკვევი) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობისა და უპირატესობის შესახებ. ნაშრომებს სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრები შეაფასებენ და 10 საუკეთესო ესეს (ნარკვევს) დაასახელებენ. ნაშრომები გამოქვეყნდება ასოცირების შესახებ შეთანხმების საინფორმაციო ვებგვერდსა www.aa.ge და პროექტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე www.facebook.com/AAFacility. 3 საუკეთესო ესეს ავტორს კი გადაეცემა 150 ევროს ეკვივალენტის ღირებულების ვაუჩერი. გამარჯვებულები 2020 წლის 27 ივნისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების 6 წლისთავზე გამოვლინდებიან.  

 

ესსეების კონკურსის გარდა, დღესვე, რეგისტრაცია დაიწყო კვლევითი პროექტების კონკურსზეც, რომელიც ასევე სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვისაა განკუთვნილი. ონლაინ კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა მოამზადონ კვლევის საპროექტო წინადადება ასოცირების შეთანხმების თემაზე, კერძოდ კი შეარჩიონ სპეციფიკური თემებიდან ერთ-ერთი:

 

1.      COVID-19-ის შესაძლო გავლენა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე

2.      დეზინფორმაცია და ყალბი ამბები COVID-19 პანდემიის დროს

სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს ორ საუკეთესო საპროექტო წინადადებას, რომელთა განხორციელების შედეგად მიღებული საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ასოცირების შესახებ შეთანხმების საინფორმაციო ვებგვერდსა და პროექტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. გამარჯვებული საპროექტო წინადადებების ავტორები, არაფულადი ჯილდოს სახით, მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას, ან კვლევისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას  500 ევროს ოდენობით.

 

კონკურსში - ‘ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის’ - მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს, ან სტუდენტთა ჯგუფს. მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ვებ-გვერდზე www.aa.ge

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

27 აპრილი, 2020კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი