17:10 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისი-რუსთავის მარშრუტზე თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტები განიხილეს

სიახლეები

საქართველოს პარლამენტის სასახლეში მედიის წარმომადგენელთა დაშვება 21 მაისიდან განახლდება

საკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენლები მუშაობას 21 მაისიდან COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლებენ. შენობაში შესვლისას მათ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვა. პარლამენტის შენობაში განსაზღვრული იქნება ინტერვიუების ჩაწერის რამდენიმე ლოკაცია (ც კორპუსის მე-3 და მე-5, ხოლო ბ კორპუსის, მე-2 და მე-3 სართულები). მედიის წარმომადგენლების და მათი რესპონდენტების კომუნიკაციისას ასევე დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული დისტანცია. დროებით გაგრძელდება შეზღუდვა მედიის წარმომადგენლების დასწრებაზე კომიტეტის სხდომებზე, ხოლო  პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ისინი განთავსდებიან სპეციალურად მედიისთვის განკუთვნილ ლოჟაში. ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება საკომიტეტო და პლენარული სხდომების, ასევე ბრიფინგების და სხვა ღონისძიებების ტრანსლირება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.parliament.ge.

შეგახსენებთ, რომ საკანონდებლო ორგანოში პერიოდულად ტარება სადეზინფექციო ღონისძიებები. შენობის სხვადასხვა წერტილში დამონტაჟებულია სპეციალური სადეზინფექციო სითხეები.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...