03:07 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დავით სონღულაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან ღასან ხალილთან დისტანციური შეხვედრა გამართა
თბილისი-რუსთავის მარშრუტზე თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

სიახლეები

ზაზა გაბუნია: მაღალმთიანი რეგიონების კანონში ცვლილებით, დამატებით ათასობით ექიმი, ექთანი  მასწავლებელი, პენსიონერი მიიღებს მხარდაჭერას

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დამატებით 6767 მოქალაქე, კერძოდ: ექიმი, ექთანი, მასწავლებელი, პენსიონერი და სოციალური პაკეტის მიმღები ისარგებლებს.

 „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი

შეღავათების ჯამური ოდენობა დაახლოებით 7,4 მილიონ ლარია და კანონპროექტის განხორციელებით მხარდაჭერა დამატებით 25-30 ათას მოსახლეს შეეხება - განაცხადა ზაზა  გაბუნიამ კომიტეტის სხდომაზე.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს.  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის არსებული მძიმე პირობების შესამსუბუქებლად მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 800 მეტრზე და მეტზე მდებარე დასახლებებს, რომლების გამყოფ ხაზთან მდებარეობენ, კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე მიენიჭოთ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ამ კანონის მიღების შემდეგ სტატუსს მიიღებს 19 დასახლება და ბიუჯეტში წლიური ხარჯი იქნება დაახლოებით 3,1 მლნ ლარი.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რამდენიმე ცვლილებას.   მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სადაც (80 % მეტი დასახლებისა მაღალმთიანია) და ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს, დარჩენილ მუნიციპალიტეტებსაც მაღალმთიანი სტატუსი კრიტერიუმების განხილვის გარეშე მიენიჭებათ. ზემოაღნიშნული ცვლილებების შემთხვევაში სტატუსი მიენიჭება 4 მუნიციპალიტეტში (თიანეთი, დმანისი, ასპინძა და დუშეთში) მდებარე 39 დასახლებას და ბიუჯეტში წლიური ხარჯი იქნება დაახლოებით 4.1 მლნ ლარი.

რაც შეეხება მესამე ცვლილებას. მომხსენებლის განმარტებით, მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება იმ დასახლებებში სადაც მაღალია მიგრაცია და ასევე რთული კლიმატური პირობებია მოხდება განსხვავებული წესის დადგენა და სტატუსის მისაღებად 9 თვის ნაცვლად, ფაქტობრივი ცხოვრების ვადად 6 თვე განისაზღვრება.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

27 აპრილი, 2020კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი