სიახლეები
დავით სონღულაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან ღასან ხალილთან დისტანციური შეხვედრა გამართა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან ღასან ხალილთან შეხვედრა, დისტანციურ რეჟიმში გამართა.
შეხვედრაზე საქართველოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებული ვითარება და მის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები განიხილეს.
ღასან ხალილმა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ COVID-19-ზე რეაგირების მიზნით გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამედიცინო კლინიკების პერსონალური დაცვის საშუალებებით მომარაგება. UNICEF-ის ორგანიზებით ამუშავდა სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მიზანია ბავშვების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.
დავით სონღულაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს Covid-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნო. აღნიშნა, რომ ევროპის დღეების კამპანია წელს ციფრულ რეჟიმში იმართება, რომელიც 9 მაისს დაიწყო და 27 ივნისს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან 6 წლის თავზე დასრულდება.
,,ევროპის დღეების ფარგლებში დაწყებულია ესეების კონკურსი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ონლაინ დებატები სკოლის მოსწავლეებისთვის და კვლევითი პროექტების კონკურსი სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის. აღნიშნული აქტივობები ხორციელდება ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II“-ის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მონაწილეობით“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა კომიტეტის თავმჯდომარეს სამომავლო გეგმები გააცნო რომელთა განხორციელებაც კომიტეტის აქტიური მონაწილეობით მოხდება.
მსგავსი სიახლეები

14 იან 2021პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური : „პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა“

14 იან 2021პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ

14 იან 2021პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
კვირის გრაფიკი
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკ 2020კვირის გრაფიკი
მსოფლიოს განვითარებულმა სახელმწიფოებმა კორონავირუსის ვაქცინები მათთვის საკმარისი რაოდენობით უკვე დაიჯავშნეს. ვინაიდან ვაქცინები თავდაპირველ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით...
პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

