04:00 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები იქნება მხოლოდ დროებითი ღონისძიებები
დავით სონღულაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან ღასან ხალილთან დისტანციური შეხვედრა გამართა

სიახლეები

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა, კოვიდ ვირუსის წინააღმდეგ გატარებული ქმედითი ღონისძიებების გამო, კომიტეტის სახელით, სამედიცინო პერსონალს და უწყებათაშორისი საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.

„მსოფლიო გამოწვევავ დააზიანა სხვადასხვა სფერო და ეს ზიანი სპორტის მიმართულებასაც შეეხო. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოწვევა კვლავ რჩება, არ შეიძლება მადლიერება არ გამოვხატოთ ჩვენი სამედიცინო პერსონალის მიმართ, ასევე ჩვენი გუნდის, მმართველი ძალის მიმართ. აღსანიშნავია უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობა, რომელსაც პრემიერ მინისტრი ხელმძრვნელობს და რომელმაც ძალიან კარგად გაართვა თავი, შესაბამისად, თქვენი სახელით მინდა ყველას მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატებს განსახილველი საკითხი - სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით, თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ გააცნო. მიხეილ ყაველაშვილმა მოკვლევის ჯგუფის თემატიკაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოკვლევის ჯგუფის შექმნამდე კომიტეტმა სპორტის კანონის შესახებ რეგულირების ზეგავლენის ანალიზი ჩაატარა და საკმაოდ ვრცელი და მოცულობითი დოკუმენტი მომზადდა. მისი განცხადებით, კომიტეტი თავისი საქმიანობის ფარგლებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის პოპულარიზაციასა და ფიზიკური აქტივობის გაზრდაზე, შესაბამისად, ეს პროცესები უკვე დაძრულია და მოკვლევის ჯგუფის შექმნა ამ სამუშაოს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს თუ რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში.

მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგებს მოუწოდა, რომ ჯგუფის მუშაობაში აქტიურად ჩაერთნონ, რათა ივნისის ბოლოსთვის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაცია გაიმართოს. თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შესასწავლ საკითხებსა და კითხვარზე მოსაზრებები კომიტეტის წევრებმა, გენადი მარგველაშვილმა, თემურ ხუბულურმა, შოტა ხაბარელმა და ირაკლი აბუსერიძემ გამოთქვეს და ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა თემატური მოკვლევის დაწყებას და სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს, მხარი დაუჭირეს.

​ 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

27 აპრილი, 2020კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი