02:41 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პარლამენტის ბიუროს სხდომა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

სიახლეები

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები იქნება მხოლოდ დროებითი ღონისძიებები

 

 „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც  პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს ეხება, იქნება მხოლოდ დროებითი ღონისძიებები - ამის შესახებ განცხადება კანონპროექტის ინიციატორთა მხრიდან ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად მათ გატანას.

პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ილია ნაკაშიძის, ვლადიმერ კახაძის, ზურაბ ხაჩიძის, დიმიტრი მხეიძის, კობა ნაკაიძის საკანონმდებლო ინიციატივა კოლეგებს ერთ-ერთმა ინიციატორმა დიმიტრი ხუნდაძემ წარუდგინა და პირველი მოსმენის შემდეგ პროექტში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა.

მანამდე, კანონპროექტის იურიდიული ტექნიკის დახვეწის თვალსაზრისით განხორციელებული მუშაობის თაობაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მთელ რიგ საკითხებზე, რაზეც კითხვის ნიშნები  გაჩნდა კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვისას, მოხდა შეჯერება. მისი თქმით, სამუშაო შეხვედრაში  მონაწილეობდა სახალხო დამცველი და მისი ყველა რეკომენდაცია ფაქტობრივად გათვალისწინებულია და ასახულია პროექტებში. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მაქსიმალურად დახვეწილი, დაბალანსებული მოდელია მიღებული.

საბოლოოდ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები იქნება დროებითი, ხოლო კონკრეტულ თარიღზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მოხდება შეჯერება.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტის ინიციატორებმა გაითვალისწინეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა იყოს მოხსნილი, რადგან მისი ერთიანად მოხსნა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

„ჯანმო პანდემიის სტატუსს არ ხსნის და ეს უნდა გავითვალისწინოთ. შესაძლოა მე-2, მე-3 ტალღასაც ჰქონდეს ადგილი და ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია  ხიფათი თავიდან იქნეს აცილებული, სანამ ვაქცინა, ანტივირუსული პრეპარატი გაჩნდება, მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს დაცული.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ინიციატორები, რომელთა უმრავლესობა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არიან და რომელთა  უპირველესი მიზანი ადამიანის ჯანმრთელობაა, სამართლებრივი კუთხით ყველა მისაღებ შემოთავაზებას, ბუნებრივია, ყურადღების მიღმა არ დატოვებენ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის დახვეწაზე, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, აქტიურად მონაწილეობდნენ იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები და კომიტეტების წევრები და მან იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საბოლოოდ სასურველ შედეგს მიაღწევენ.

სხდომაზე პოზიცია გამოხატა  დეპუტატმა მირიან წიკლაურმა, რომლის განცხადებით, თვით მდგომარეობა გვკარნახობს, რომ ოპერატიულად არის მისაღები ღონისძიებები, რათა  საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ვითარება პანდემიის მხრივ უმართავი არ გახდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილ ვარიანტში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი წინადადებები, რაც ოპოზიციის მიერ წამოჭრილ ყველა პრობლემას ხსნის. 

კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

27 აპრილი, 2020კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი