02:48 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები იქნება მხოლოდ დროებითი ღონისძიებები

სიახლეები

  პარლამენტის ბიუროს სხდომა

 

„მანიპულაცია იმაზე, რომ თითქოს უკვე ყველაფერი დასრულდა, რომ  გავიმარჯვეთ და  პანდემია აღარ არსებობს - ეს მიდგომა არის უპასუხისმგებლო და ხელისუფლება ამ საუბარში ვერ შევა. ჩვენ გვრჩება ამოცანები, პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ შევასრულებთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა. მისი თქმით, სიტუაცია დამაიმედებელია, თუმცა, საფრთხე კვლავ რჩება. 

„საფრთხე კვლავ რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ მოუხსნია პანდემიის რეჟიმი და არა ერთი მცირე თუ დიდი სახელმწიფო კვლავ დგას ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. არის ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა. სამწუხაროდ, არის გარდაცვალების ბევრი შემთხვევაც და ვიდრე ეს საფრთხე არსებობს, ჩვენც, როგორც სახელმწიფომ, საქართველომაც ამ გამოწვევის და საფრთხის წინააღმდეგ უნდა შეინარჩუნოს გარკვეული პრევენციული ზომები. დღეს იწურება საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი შეზღუდვების ეტაპიდან ჩვენ გადავდივართ ნაკლები შეზღუდვების ეტაპზე. გარკვეული შეზღუდვები ბუნებრივია, დარჩება და ჩვენ მოგვიწევს უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურები გვაწვდიან იმისთვის, რათა შევძლოთ სოციალური, ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა, პოლიტიკური პროცესის სრულად განახლება და შევასრულოთ ის ამოცანებიც, რაც მიმდინარე რეჟიმში არსებობს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო მხარდაჭერაც.

„გუშინ იყო გრძელი სამუშაო დღე და განსხვავება მგონი საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ჩვენი მიდგომა არის შედეგზე ორიენტირებული, ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა, ხოლო პოლიტიკური სპექტრის ნაწილის ამოცანა არის ის, რომ თუ დისკუსიამ შედეგი გამოიღო, ეს შეაფასონ სპეკულაციურად. აი ეს არის განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ მიდგომებს და ღირებულებებს შორის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან კოლეგებს, მათ შორის, დეპუტატებს ოპოზიციიდან, განხილვებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დღის წესრიგშია ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა.  

„ჩვენ გავაგრძელებთ საქმის გაკეთებას. მზად ვართ სრულფასოვანი ოპონირებისთვის, მზად ვართ პოლიტიკური დებატებისთვის, პარლამენტს თავისი საზედამხედველო ფუნქცია და კანონშემოქმედებითი ფუნქციები გააჩნია და ჩვენ ამას ვასრულებთ და შევასრულებთ განუხრელად მომავალშიც. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენი პირობა, როგორც ხელისუფლების, რა თქმა უნდა, რჩება განუხრელად, რომ ჩავატარებთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, ამით ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს თავის საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს სხდომაზე დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა.

პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილავს   „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს.

ასევე, მეორე მოსმენით განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“   საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტს, თანმდევ საკითხთან ერთად.

„მოგეხსენებათ, გუშინ დისკუსია ძირითადად, ორი საკითხის გარშემო წარიმართა. პასუხობს თუ არა ეს ცვლილებები საკონსტიტუციო ტესტს და რაც ნიშნავს არის თუ არა ეს პროპორციული, არის თუ არა ის შედეგიანი არის თუ არა ის თანაზომადი. ვფიქრობ ამ მიმართულებით პასუხები არის ამომწურავი. ცვლილებებში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ეს ზომები უნდა პასუხობდეს კონსტიტუციურობის ტესტს ანუ, დისკუსიის ეს ნაწილი ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად მოიხსნა. თუ ვინმეს პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება სურს, ამაზეც მზად ვართ მთელი დღის განმავლობაში. მეორე ნაწილი, სადაც საუბარი იყო ანგარიშვალდებულებაზე და საპარლამენტო კონტროლზე, ეს საკითხიც პრაქტიკულად ამოწურულია, რადგან ეს ცვლილებები კონკრეტული ვადით იმოქმედებს და ამ ვადაში მთავრობას და პრემიერ-მინისტრს რამდენჯერმე უწევს პარლამენტში ანგარიშვალდებულების ფარგლებში ანგარიშის წარმოდგენა. ასე, რომ ჩვენ გვექნება ზედამხედველობის სრული შესაძლებლობა არა მხოლოდ ზოგადად, განხორციელებულ ღონისძიებაზე, არამედ ასევე, სექტორების მიხედვით, როდესაც საქმე სამინისტროებს ეხება. ასე, რომ გამოირიცხა ყველა რეალური საფუძველი რაზედაც გუშინ იყო აპელირება. ჩვენს შორის პოლიტიკური ღირებულებების დონეზე განსხვავება  არის ის, რომ პოლიტიკურ დისკუსიას ჩვენ ვხედავთ როგორც პოლიტიკურ პროცესს და თუ ამ დისკუსიით შედეგს მივიღებთ ამას ვხედავთ როგორც პოზიტიურს, როგორც ნორმალური პოლიტიკური პროცესის შედეგს, მაგრამ არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკურ დისკუსიაზე და პოლიტიკურ პროცესს აღიქვამენ როგორც დესტრუქციის შედეგს.  მესმის, რომ მათ არ მოსწონთ სხვისი გაკეთებული კარგი საქმეები და წარმატებები და ზოგჯერ საკუთარი ცუდიც ურჩევნიათ სხვის კარგს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური კულტურა და ღირებულებები არის ის, რომ ჩვენ ამ პოლიტიკურ პროცესში ვრჩებით, მას წარვმართავთ ნორმალურად და აქედან მიღებულ ნებისმიერ კარგ შედეგს   ვაღიარებთ. ეს არის მომავლის პოლიტიკა. ის, ვინც რადიკალურად შორს არის ამ მიდგომებისგან, ვფიქრობ დაკარგავს თავის პოლიტიკურ მომავალში. ეს არის ჩვენი მოქალაქეების შესაფასებელი და ამას გვიჩვენებს არჩევნები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს.   

ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს გააცნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას 2020 წლის 21 მაისის მომართვა 2020 წლის 27 მაისს საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვისა და ახალი კორონავირუსის (COVID 19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის თაობაზე.

არჩილ თალაკვაძემ ასევე გააცნო ბიუროს წევრებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მომართვა საქართველოს პარლამენტის 22 მაისის პლენარულ სხდომაზე არდასწრების შესახებ.

​ 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

27 აპრილი, 2020კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი