14:21 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში ამდენი ტყუილი ისმის
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება

სიახლეები

ზაზა გაბუნია - ოპოზიციის მიზანია გააბუნდოვანოს საკითხი,  რომ არ შედგეს დებატები იმ საკითხის ირგვლივ, სადაც არის პროგრესი და არის გამარჯვება

„ოპოზიციამ დღესაც აჯობა საკუთარ თავს წარმოთქმული სიტყვებით აბსურდის მიღწევის საკითხებში.  ეს არის უსაფუძვლო, უშინაარსო, ზერელე, არაფრისმთქმელი სიტყვები. რა შუაში იყო სენატორები   COVID-19- ის საკითხის განხილვისას, ან მერის და მინისტრების სახელები. მაგრამ აშკარაა, რომ ოპოზიციის მიზანი გახლავთ  გააბუნდოვანოს საკითხი,  დაამძიმოს სურათი, შეგნებულად და შეუგნებლად აურიოს საკითხები, რომ არ შედეგს დებატები იმ საკითხის ირგვლივ, სადაც არის პროგრესი და არის გამარჯვება და რაზეც, როგორც ხედავთ, ხელისუფლება მადლობას არ ითხოვს“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი COVID-19- ის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიმართვას ისმენს.

მისივე თქმით, ოპოზიცია საკუთარი განცხადებებით  პანიკური სურათის შექმნას ცდილობს.  

„თუკი ისინი ეკონომიკაზე ლაპარაკობენ და თუკი მათ  ეს საკითხი ადარდებთ, მაშინ სწორედ პანიკური სურათის შექმნას უნდა გავექცეთ,  თუმცა მათი  მთავარი ინტერესი  სწორედ ეს არის“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

პლენარულ სხდომაზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კითხვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ანტიკრიზისული გეგმის განახლებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვაქვს ანტიკრიზისული გეგმა და ეს კარგია, მაგრამ ეს ვერ იქნება სტატიკური დოკუმენტი. ამას დასჭირდება განახლება, ამას დასჭირდება მოდიფიკაცია, განვითარება და  სრულყოფა. მაინტერესებს, რამდენად არის ამისთვის მზად მთავრობა, რა იქნება ძირითადი ინდიკატორების საფუძვლები, რითიც დროდადრო ეს დოკუმენტები განახლდება და უფრო სრულყოფილი გახდება“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...

კორონავირუსის ზეგავლენა საქართველოს ბიუჯეტზე

15 ივნ 2020კვირის გრაფიკი

      2020 წლის აპრილის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 13%-ით. საგადასახადო შემოსავლების კლება ნაწილობრივ...

პოპულარული