სიახლეები
ზაზა გაბუნია - ოპოზიციის მიზანია გააბუნდოვანოს საკითხი, რომ არ შედგეს დებატები იმ საკითხის ირგვლივ, სადაც არის პროგრესი და არის გამარჯვება
„ოპოზიციამ დღესაც აჯობა საკუთარ თავს წარმოთქმული სიტყვებით აბსურდის მიღწევის საკითხებში. ეს არის უსაფუძვლო, უშინაარსო, ზერელე, არაფრისმთქმელი სიტყვები. რა შუაში იყო სენატორები COVID-19- ის საკითხის განხილვისას, ან მერის და მინისტრების სახელები. მაგრამ აშკარაა, რომ ოპოზიციის მიზანი გახლავთ გააბუნდოვანოს საკითხი, დაამძიმოს სურათი, შეგნებულად და შეუგნებლად აურიოს საკითხები, რომ არ შედეგს დებატები იმ საკითხის ირგვლივ, სადაც არის პროგრესი და არის გამარჯვება და რაზეც, როგორც ხედავთ, ხელისუფლება მადლობას არ ითხოვს“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი COVID-19- ის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიმართვას ისმენს.
მისივე თქმით, ოპოზიცია საკუთარი განცხადებებით პანიკური სურათის შექმნას ცდილობს.
„თუკი ისინი ეკონომიკაზე ლაპარაკობენ და თუკი მათ ეს საკითხი ადარდებთ, მაშინ სწორედ პანიკური სურათის შექმნას უნდა გავექცეთ, თუმცა მათი მთავარი ინტერესი სწორედ ეს არის“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
პლენარულ სხდომაზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კითხვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ანტიკრიზისული გეგმის განახლებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვაქვს ანტიკრიზისული გეგმა და ეს კარგია, მაგრამ ეს ვერ იქნება სტატიკური დოკუმენტი. ამას დასჭირდება განახლება, ამას დასჭირდება მოდიფიკაცია, განვითარება და სრულყოფა. მაინტერესებს, რამდენად არის ამისთვის მზად მთავრობა, რა იქნება ძირითადი ინდიკატორების საფუძვლები, რითიც დროდადრო ეს დოკუმენტები განახლდება და უფრო სრულყოფილი გახდება“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მსგავსი სიახლეები

14 იან 2021პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური : „პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა“

14 იან 2021პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ

14 იან 2021პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი
