05:29 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს ღამის 12 საათამდე მიიღებენ
პირველი მიკრორაიონის N14-21 კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სიახლეები

არჩილ თალაკვაძემ და სოფო კილაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის“ შესახებ ინფორმაცია გააცნეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ხასან ღალილი და ის მოზარდებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ბავშვის კოდექსის შემუშავებაში მიიღეს მონაწილეობა.  მათ დიპლომატებს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

ონლაინ შეხვედრაზე ბავშვის დახმარების ცხელი ხაზისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. მათი განცხადებით, ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი - 111, 1 მაისიდან სატესტო რეჟიმში მუშაობდა, დღეიდან კი ის სრული დატვირთვით ამოქმედდება.

არჩილ თალაკვაძემ და სოფო კილაძემ ბავშვიან ოჯახებსა და სახელმწიფო სერვისებს შორის სწრაფი კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ცხელი ხაზის პრინციპი დეტალურად განმარტეს. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა პარლამენტის ჩართულობაზე. სოფო კილაძის განცხადებით,  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ზედამხედველობას უწევს იმას, რომ არსებული სახელმწიფო სერვისების ფარგლებში დახმარება ნამდვილად მივიდეს ბავშვებამდე.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ იმ  ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ აზარტული თამაშებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრობლემა,   შეეძლებათ ცხელი ხაზის დახმარებით უფასო მომსახურება მიიღონ ფსიქოლოგებთან. ამას გარდა, კონსულტაცია შეიძლება მიიღონ, ასევე, ასეთი ბავშვების მშობლებმა და ახლობლებმა.

არჩილ თალაკვაძემ და სოფო კილაძემ პროექტის მხარდაჭერისთვის გაეროს ბავშვთა ფონდს და მის წარმომადგენელს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში

18 იან 2021კვირის გრაფიკი

            ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში

11 იან 2021კვირის გრაფიკი

            მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

4 იან 2021კვირის გრაფიკი

            უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...

პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა

21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი