10:36 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი ბერაიას აშშ-ის კონგრესმენ, მარიო დიაზ-ბალარტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
ეროვნული ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობისათვის ახალ ინსტრუმენტს აამოქმედებს

სიახლეები

საქართველო და კორონავირუსის ტესტის პოზიტიურობა

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის პოზიტიურობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. პოზიტიურობის მაჩვენებელი არის შეფარდება ინფიცირებულთა რიცხვსა და საერთო ტესტებს შორის. მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ საშუალოდ ტესტის ჩატარების შემთხვევაში პოზიტიური შედეგის მიღწევის ალბათობა მაღალია. ირიბად კი ეს იმის მიმანიშნებელია, რომ სინამდვილეში დაავადების გავრცელების ხარისხი უფრო მაღალია ვიდრე ეს ოფიციალური სტატისტიკით არის ნაჩვენები. მაგალითად, ბრაზილიაში, სადაც ტესტის პოზიტიურობის მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ია (ანუ ყოველი მეორე ტესტი აფიქსირებს პოზიტიურ შედეგს), ტესტირების მომცველობის გაფართოების შემთხვევაში უფრო მეტი დაავადებულის გამოვლენა იქნება შესაძლებელი. საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 1.5%-ს, რომელიც არის მეექვსე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებს შორის და 4 ჯერ ნაკლებია ვიდრე ევროპის საშუალო მაჩვენებელი (6%).

      აღსანიშნავია, რომ 15%-ზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია: შვედეთში (15.5%), სომხეთში (16.0%), მოლდოვასა (20.0%) და ანდორაში (20.4%). ევროპაში კორონავირუსის პოზიტიურობის მაჩვენებელი, რომელიც შეადგენს 6%-ს, ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით. მსოფლიოს რეგიონებში პოზიტიურობის დონე გამოიყურება შემდეგნაირად: ოკეანეთი (1%), აზია (6%), ჩრდილოეთ ამერიკა (10%), სამხრეთ ამერიკა (20%) და აფრიკა (21%).

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...