სიახლეები
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას. ეს კანონი იქნება ახალი გზამკვლევი ინვესტორებისთვის და ახალი ტიპის ინვესტიციებისთვის, ეს კანონი სჭირდება ქვეყანას“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ონლაინ დიალოგისას განაცხადა, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ ბანკის ჩართულობით გაიმართა. ირაკლი კოვზანაძის თქმით კანონმდებლების მიერ, ექსპერტთა და დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით, პირველ საკომიტეტო მოსმენამდე, რომელიც ხვალ გაიმართება, კანონპროექტის განხილვა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ კანონშემოქმედებით პროცესსა და ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ხელს შეუწყობს.
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში საინვესტიციო ფონდების განვითარებას, შესაბამისი წესების დადგენასა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფას, აგრეთვე, ინვესტორთა ინტერესების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენას. კანონი გავრცელდება საინვესტიციო ფონდებზე და აქტივების მმართველ კომპანიებზე, აგრეთვე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვასთან, ადმინისტრირებასთან და აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.
კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ის, ინვესტორთა საბჭოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა. ონლაინ დიალოგში საჯარო სექტორის წარმომადგენლების გარდა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში რეგისტრირებული ყველა წამყვანი ფონდის ხელმძღვანელებმა და სხვა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.
მსგავსი სიახლეები

14 იან 2021პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური : „პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა“

14 იან 2021პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ

14 იან 2021პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი
