20:29 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ

სიახლეები

ღია კაფეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მაგიდებს შორის დისტანცია მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებით გაზარდონ

ღია კაფეებს, რომელიც მუნიციპალურ სივრცეებშია განთავსებული, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოხსნამდე მიეცემათ შესაძლებლობა, მაგიდები განალაგონ ისეთ ადგილებში, სადაც მათ იჯარის ხელშეკრულებით ამის უფლება არ აქვთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში პირველი ივნისიდან ღია კაფეები გაიხსნა, თუმცა მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში, კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი ღონისძიება გაატარა როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ასევე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა. ჩვენ პირველივე დღიდან დავიწყეთ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. მაგალითად, რესტორნები და კაფე-ბარები იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლეთ.  პირველი ივნისიდან დედაქალაქში ღია კაფეები გაიხსნა, თუმცა მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ. ტერიტორიაზე იმდენ მაგიდას ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. გასულ დღეებში მქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტთან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია კაფეებს, რომელიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე, მივცემთ შესაძლებლობას, მიმდებარედ არსებული დამატებითი ფართები გამოიყენონ და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც სპეციალისტების მოთხოვნა ითვალისწინებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ეს დროებითი გადაწყვეტილებაა და ღია კაფეები შეზღუდვების მოსხნის შემდეგ, მუნიციპალიტეტთან გაფორმებული იჯარის კონტურებს დაუბრუნდებიან.

„ჩვენ ვიმყოფებით რთულ მდგომარეობაში და ერთმანეთის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. ბიზნესი ის მიმართულებაა, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით და ვმუშაობთ, გამოინახოს დამატებითი შესაძლებლობები, თუ რით შეგვიძლია დავეხმაროთ სხვადასხვა მიმართულებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი

22 თებ 2021კვირის გრაფიკი

       როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...

ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში

15 თებ 2021კვირის გრაფიკი

       ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?

8 თებ 2021კვირის გრაფიკი

       ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ...