სიახლეები
შალვა კიკნაველიძე: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაძე 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშები მოისმინეს. კომიტეტის სხდომას საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა კიკნაველიძემ სამინისტროების მიერ პარლამენტის გაცემული რეკომენდაციების შესრულების დადებით ტენდენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად.
„ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო, საქმიანი და ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა შედგა. დღევანდელმა დღემ ნათლად გამოაჩინა, თუ როგორ მუშაობს საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმი. ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენი პრობლემა და გამოწვევაა უკვე დადებითად გადაწყვეტილი. მისასალმებელია, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად. 2019 წელს, საქართველოს პარლამენტმა, დადგენილების საფუძველზე, უწყებებისათვის 259 რეკომენდაცია გასცა. შესრულებული რეკომენდაციებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ, მთავრობის წარმომადგენლებმა დღეს დეტალურად ისაუბრეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი სამინისტროების მიერ გათვალისწინებული იქნა. ზოგადად პროცესი საკმაოდ შრომატევადია, შესაბამისად, ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა. ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა სამინისტროების და მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ სირთულეების დაძლევაზე მუშაობდა. მადლობა მინდა ვუთხერა ქალაბატონ ნინო ლომჯარიას და სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელს ნაყოფიერი მუშაობისთვის. ჩვენ მზად ვართ კოორდინირებული მუშაობისთვის და პროცესებში მაქსიმალური ჩართულობისთვის“-განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
მსგავსი სიახლეები

14 იან 2021პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური : „პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა“

14 იან 2021პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ

14 იან 2021პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი
