17:26 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ზაზა გაბუნია - მოქალაქეები გათავისუფლდებიან “სითი პარკის” მიერ დაკისრებული, გადაუხდელი ჯარიმებისგან

სიახლეები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივი სხდომა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მოისმინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა გამოიტანა და კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების გეგმით გასულ წელს საქართველოს, კერძოდ, სამინისტროს მხრიდან განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.

„მსურს განვაცხადო, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ასევე, ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სრულად მივყვებით ევროკავშირთან წინასწარ შეთანხმებულ გეგმას.  2019 წლისთვის განსაზღვრული იყო 22 ნორმატიულ აქტთან მიახლოება და აქედან 20 ნორმატიული აქტის მიღება მოხდა. რაც შეეხება ორ აქტს, ერთი თვით ევროკავშირის მიერ იქნა გამოცხადებული ძალადაკარგულად, მეორე რეგულაციის მოქმედება კი შეჩერებულია და საქართველოს აღარ აქვს ვალდებულება ამ მიმართულებით განახორციელოს კანონმდებლობის მიახლოება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით მიახლოებას, სრულად დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად მოხდა მიახლოების პროგრამის განხორციელება და ქვეყანას ამ კუთხით ჩამორჩენა არ აქვს.

ხატია წილსანმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის 26 ნორმატიულ აქტთან მიახლოებაა დაგეგმილი სამივე მიმართულებით - ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვისა და სურსათის უვნებლობის კუთხით. გარდა საკანონმდებლო მიახლოებისა, საქართველოს ასევე ეკისრება შესაბამისობის ცხრილების წარდგენა  და ევროკავშირთან კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სრულდება  ეს ვალდებულებაც.

მისი თქმით, შარშან, სამინისტროში ჩამოსული იყო ევროკავშირის მისია, რომელმაც შეაფასა 2015-2018 წლის განმავლობაში მიმდინარე პროგრესი, მისიის დასკვნა იყო დადებითი და შენიშვნები საერთოდ არ ჰქონდათ.

მინისტრის მოდგილის განცხადებით, კანონმდებლობის დონეზე შეიძლება იმის თქმა,  რომ სრულად არის გათვალისწინებული ის ძირითადი საკითხები, რომლებიც შეთანხმებული იყო საქართველოს და ევროკაშირს შორის.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა კერძო სექტორთან ურთიერთთანამშრომლობაზე და დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია კერძო სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული გეგმების შესაბამისად, სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზეც. მომხსენებლის  განცხადებით, ეს ურთიერთობა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ 2015 წლიდან დღემდე 100-ზე მეტი რეგულაცია არის მიღებული და კანონმდებლობაში ასახული, შესაბამისად კერძო სექტორს სჭირდება  დახმარება, რათა მათ ჰქონდეთ შესაბამისი წვდომა ყველა რეგულაციასთან, თუ რას გულისხმობს ცვლილებები. ეს მისცემს მათ შესაძლებლობას, მოემზადონ ამ რეგულაციების ეფექტურად აღსრულებისთვის. მისივე თქმით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ასევე ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რეგულაციების თაობაზე რეგიონებში, ადგილებზეც ჰქონდეთ კომუნიკაცია მეწარმეებსა და ფერმერებთან და მიაწოდონ მათ შესაბამისი ინფორმაცია.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კერძო სექტორის გარდა, თვით სახელმწიფო ინსტიტუტებსაც ესაჭიროებათ შესაძლებლობების გაძლიერება და მან ამ მიმართულებით   განხორციელებულ საქმიანობაზეც ილაპარაკა. ასევე ყურადღება გაამახვილა ინსტიტუციონალური თვალსაზრისით განხორციელებულ ცვლილებებზე.

საბოლოოდ, ორივე კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

„მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მართალია წარმომადგენლობითი ვიზიტები შეზღუდული იქნება, თუმცა ჩვენ პოპულარიზაციის ნაწილში, რაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა სხდომის დასასრულს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ და მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელებაში სამინისტროს საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, კომპეტენციის ფარგლებში, მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

​ 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექ 2020კვირის გრაფიკი

         განათლების მობილობის ფარდობითი ინდექსით საქართველო ევროპაში 31-ე ადგილზეა. EqualChance-ს მონაცემებით საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.449-ს, რაც ევროპის საშუალო...