03:16 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს გაეცნო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

სიახლეები

თამარ არჩუაძე- ვიწყებთ ქუთაისის აეროპორტის სარემონტო სამუშაოებს, რომელიც COVID 19 პანდემიის გამო დროებით შეფერხებული იყო

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მალე საათში 1200 მგზავრის გატარებას შეძლებს,-‘განცხადება "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა თამარ არჩუაძემ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გააკეთა. გიორგი გახარია დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

"დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მეორე ფაზით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოებიმოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით. დასრულდა ასევე, ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. ამჟამად ვიწყებთ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო დროებით შეჩერებული იყო. ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალშიცრის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთება დაიწყება და ქუთაისს ექნება განახლებული, 4 სართულიანი აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც ოპერირებისთვის არის საჭირო,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (.. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის", განმარტა თამარ არჩუაძე.

აეროპორტში სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისდაკვეთით სამშენებლო კომპანია "ანაგმაგანახორციელა. შპს "ანაგის" მიერ ასევე, დასრულებულია აეროპორტის შიდა ტიხრების და მოჭიმული იატაკის მოწყობის სამუშაოებიც.

,,პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები. საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა დასრულებულია. ასევე, პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ მიმდინარეობს ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio- ეკუთვნის.

აეროპორტის ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

გენდერული თანასწორობა საქართველოში

3 აგვ 2020კვირის გრაფიკი

       ევროპულ ქვეყნებს შორის გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე საქართველოში ყველაზე მაღალია. ევროსტატის და საქსტატის მონაცემებით საქართველოში ქალის საშუალო თვიური ხელფასი...

სოციალური უთანასწორობა ევროპაში

27 ივლ 2020კვირის გრაფიკი

      შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალია ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ჯინის ინდექსი 36.4%-ია, რაც ევროპაში მეხუთე ყველაზე...

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ევროპაში

20 ივლ 2020კვირის გრაფიკი

               საქართველოში ატმოსფეროშ ნახშირორჟანგის გამოყოფა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით ნაკლებია ვიდრე დანარჩენ ევროპაშ. OurWorldinData-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში...