11:03 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ვარკეთილის ზემო პლატოს N51ბ კორპუსთან სკვერი მოეწყო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

სიახლეები

არჩილ თალაკვაძე: 20 ივნისი იყო დღე, რომელიც  დაიწყო მშვიდობიანი პროტესტით და დასრულდა ძალადობრივი შეტევით საქართველოს პარლამენტზე

„ამ გამოცდილებიდან ყველას შეუძლია დასკვნების, გაკვეთილების გამოტანა. ერთი რამ ცხადია, რომ 20 ივნისი იყო დღე, რომელიც  დაიწყო მშვიდობიანი პროტესტით და დასრულდა ძალადობრივი შეტევით საქართველოს პარლამენტზე. არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო და არცერთი დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოება არ მოითმენს საკუთარ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ამაზე ხდება რეაგირება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთი წლის წინ, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ისიც, რომ 20 ივნისის მოვლენებიდან მიღებული კიდევ ერთი გაკვეთილი არის ის, რომ როდესაც ქვეყანას ოპოზიციაში ჰყავს უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, სახელმწიფოც და საზოგადოებაც ზიანდება.

„ ჩვენი ხელისუფლების დროს, გვახსოვს ამაზე დიდი საპროტესტო აქციებიც, ამაზე ბევრად მწვავე მოთხოვნებიც, რომელიც ახლდა აქციებს და გაიხსენეთ, მშვიდობიანი პროტესტის უფლება ამ აქციების დროს იყო დაცული და არავის მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება არ შეუზღუდავს“,- აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, ის დღესაც იგივე პოზიციაზეა, რა პოზიციაც მას რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის მთავარ ტრიბუნაზე ხილვისას ჰქონდა - ვიდრე ჩვენი ქვეყნის უკანონო ოკუპაცია გრძელდება, რუსეთის დუმის წარმომადგენლების ადგილი, საქართველოს პარლამენტში არ არის” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...