07:18 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ქერჩის N6 კორპუსის მიმდებარედ გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სიახლეები

კახა კუჭავა  IFES-ის პრეზიდენტს, ენტონი ბენბერის ვიდეო-კონფერენციის ფორმატში ესაუბრა

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტსა და მთავარ აღმასრულებელ ოფიცერს, ენტონი ბენბერის  ვიდეო-კონფერენციის ფორმატში ესაუბრა.

საუბრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა იყო.

„საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა მათთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობდა. IFES-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ძალზე მაღალი სტანდარტებით  - გამჭვირვალედ და დემოკრატიის ყველა პრინციპის უზრუნველყოფით“, - განაცხადა კახა კუჭავამ. აღსანიშნავია, რომ ენტონი ბენბერიმ გამოთქვა სურვილი და მზაობა, ოქტომბერში საქართველოში შესაძლო ვიზიტის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება ადგილზე არჩევნების მიმდინარეობასა და საქართველოში არსებულ საარჩევნო პრაქტიკაზე დაკვირვება.

საუბრის დროს, IFES-ის პრეზიდენტმა და ვიდეო-კონფერენციაში მონაწილე, ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ქეთი მაისურაძემ ხაზი გაუსვეს  მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტს,  მათ ოფისსა და  სხვა უწყებებს, მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის.

ვიდეო-კონფერენციის მსვლელობისას საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს.

„ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომლებზეც ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კიბერ-შეტევებთან დაკავშირებულ ახალ პროგრამას,  რომელიც დაგვეხმარება უფრო მაღალი სტანდარტებითა და დაცულობით, შედარებით მაღალი ხარისხის მზაობით შევხვდეთ მომდევნო არჩევნებსაც,“ - აღნიშნა კახა კუჭავამ.

ვიდეო-კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს: აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ბაქრაძემ; საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, ბეატა მარტინ-როზუმილოვიჩმა; ამავე ორგანიზაციის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების მრჩეველმა, ენტონი ბოიერმა; ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ქეთი მაისურაძემ; პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ნინო ფანჯიკიძემ და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ლევან ხურციძემ.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია ინტერნეტის სიჩქარეები მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

14 ივნ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო ოპტიკური ინტერნეტის სისწრაფით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, მათ შორის საქართველოზე ნაკლები შემოსავლების მქონე ბევრ ქვეყანას. ოპტიკური...

ლარის კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში

7 ივნ 2021კვირის გრაფიკი

უკანასკნელ კვირეების განმავლობაში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ძირითად ვალუტასთან გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 7 მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში...

როგორია ინფრასტრუქტურის ხარისხი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

31 მაი 2021კვირის გრაფიკი

       საქართველოს ინფრასტრუქტურის ხარისხი მიახლოებით შეესაბამება მსგავსი განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო...

პოპულარული

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

24 მაისი, 2021კვირის გრაფიკი

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

17 მაისი, 2021კვირის გრაფიკი