სიახლეები
„ეუთოს რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის, საერთოდ, საარჩევნო ატმოსფეროს გაჯანსაღების თემას ეხება, თუ როგორი უნდა იყოს გარემო არჩევნების დროს , არჩევნების წინა პერიოდშ. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იყო და ოპოზიციის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები ამ პროცესში მონაწილეობდნენ.“, -განაცხადა ტვ „იმედის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, თითქმის ყველა პუნქტი შეთანხმებულია. დარჩენილია კიდევ რამდენიმე საკითხი, რაზეც პირველი ვიცე-სპიკერი იმედის გამოთქვამს, რომ შეთანხმდებიან. თუმცა მისივე თქმით, პოლარიზაცია პოლიტიკურ პოზიციებს შორის დიდია და მწვავე.
ამ პორცესებში დასავლელი პარტნიორები ჩართულნი არიან, ფასილიტატორები ანუ მოლაპარაკებების ხელშემწყობები თავის როლს ასრულებენ, ერთობლივი განცხადებებებია ცალკე აშშ-ის და გერმანიის. მაგრამ გაერთიანებული ოპოზიცია აირია. ყველა არა, რადგან ახალი ოპოზიცია კონსტრუქციული კუთხით გამოჩნდა. მხედველობაში მყავს „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და ზოგადად, სატელიტიტი პოლიტიკური პარტიები. ძალიან მძიმე მდგომარეობა უნდათ, რომ შექმნან და შექმნილია კიდეც ძალიან მძიმე მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური პოლემიკა. სხვა სიბრტყეში გადავედით“ -, აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
დღევანდელ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ვინმე მაინც იქნებოდა „ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში ისეთი, ვინც ეტყოდათ, რომ ამ პროცესებში ჩაურთველობა პოლიტიკური თვითმკვლელობაა. „მაგრამ მთლიანობაში მაინც გადაწონათ იმის ცდუნებამ, რომ ისევ იმ ხაზს მისდევენ, რომ არის პოლიტიკური პატიმარი, თუმცა პოლიტიკური პატიმრის ბედი დარწმუნებული ვარ, რომ სულ არ აინტერესებთ, ციხეში იჯდება იგი თუ არა. მისი გარეთ გამოსვლაც ნაკლებად აწყობთ.
მთავარი, ვისთანაც პასუხს ვაგებთ, ვისთანაც ანგარიშველდებულები ვართ, ჩვენი საზოგადოებაა, ახალგაზრდები იქნებიან თუ ხანშიშესულები ან თუნდაც ბავშვები, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. ეს არის თემა და როცა პოლიტპატიმრის თემით მანიპულირებ, ნიშნავს, რომ პერსპექტივა არ გაქვს საზოგადოებას უკეთესი მხრიდან დაანახო შენი თავი და რადიკალურ ზომებს იმიტომ მიმართავ, რომ იქნებ დასავლეთიდან ყურადღება მოგაქციონ, რომ საქრთველოში თურმე პოლიტპატიმარი ყოფილა და თურმე ხელისუფლებას შეუძლია მითითება მისცეს სასამართლოს და გამოაშვებინოს. ეს არ არის ერთი მხრიდან გაკეთებული დარტყმები. ერთი მიმართულებაა, რომ იქ ვაშაძე გამოდის, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ოპოზიციაში გადასასვლალად და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.მეორე მიმართულებაა, რომ თითქოს ხელისუფლებას აქვს ბერკეტი, სასამართლოს უკარნახოს. მესამე მიმართულებაა სრული დესტრუქცია, როცა გარეთ შეკრებ სასტვენებით ხალხს და ვიღაცას ამას დაანახებ. მეოთხე მიმართულებაა ის, რომ თურმე პანდემიამ და ვირუსმა შეიძლება გაცილებით მეტი ეკონომიკური ზარალი მოგვაყენოს, ვიდრე ახლა ვართ . ადამიანის ჯანმრთელობა თურმე არაა მნიშვნელოვანი. ვერცერთი მიმართულებით ვერ განახორცეილეს თავიანთი სტრატეგიული დესტრუქციული გეგმა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე შტევებს თვითონ ივანიშვილმა უპასუხა დუმილით და ქაუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნით.
ყველაფერმა დაგვანახა , რომ არსებობს მმართველი გუნდი, რომელიც არავითარ არაფორმალური ფარდის მიღმიდან მართვას არ საჭიროებს. დარგი არ დარჩა, რომელმაც მაღალხარისხიანად არ იმოქმედა. მდგომარეობა უმძიმესია, მაგრამ პანდემიის თემის გამოყენება არ გამოუვიდათ. ვერცერთმა თემამ ვერ იმუშავა და რა დარჩენიათ? დარჩენიათ ის, რომ დრამატიზაცია მოახდინონ ამ სიტუაციის, რომ საშიენლება ხდება - გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და ესენი იძულებული არიან არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. თან კიდევ ხელს გვიქნევე,ნ, რომ არ ჩავაგდოთ საკითხი“, - აღნიშნა პირველპა ვიცე-სპიკერმა.
მსგავსი სიახლეები

14 იან 2021პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური : „პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა“

14 იან 2021პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ

14 იან 2021პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
კვირის გრაფიკი
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკ 2020კვირის გრაფიკი
მსოფლიოს განვითარებულმა სახელმწიფოებმა კორონავირუსის ვაქცინები მათთვის საკმარისი რაოდენობით უკვე დაიჯავშნეს. ვინაიდან ვაქცინები თავდაპირველ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით...
პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

