10:06 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პარლამენტმა, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები 117 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო
გიორგი ვოლსკი“: რადიკალურ ოპოზიციას სურს მძიმე მდგომარეობა შექმნას

სიახლეები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

გაიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა.

დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვამდე, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ განცხადება გააკეთა და კომიტეტის თავმჯდომარეს წინადადებით მიმართა, რომ კანონპროექტის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, კომიტეტში პირველი მოსმენით განხილვა, რომელიც კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება, მხოლოდ სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ მოხდეს. მისი თქმით,  კარგი იქნება თუ კი კომიტეტი  კონსულტაციების შესახებ ექიმებისა და კლინიკების წარმომადგენლების სურვილს გაითვალისწინებს.

ამ პროცესთან დაკავშირებით დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ  დაგეგმილი იყო საკანონმდებლო პაკეტის ორი კომიტეტის სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვა, მაგრამ ვინაიდან საკითხი მართლაც სამსჯელო იყო, რადგან აზრთა დიდ სხვადასხვაობას იწვევდა, მისი დაჩქარებული წესით განხილვა აღარ შედგა.

„ვფიქრობ არავინ იყო შეზღუდული, საკმაოდ ნაყოფიერი მსჯელობა გაიმართა გაერთიანებულ კომიტეტებზეც და შემდეგ უკვე დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზეც, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებაც მოხდა. მთავარი, რასაც ჩვენც არ ვეთანხმებოდით კომიტეტში, ის არის რომ სასამართლო ამოვარდნილიყო ამ პროცესიდან. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება ასე. თუ ასე იქნება, ამას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. არის შეთანხმება, რომ იყოს, მხოლოდ წინასწარი შეტყობინების გარეშე, რომ მათ საშუალება მიეცეს მონიტორინგი ეფექტურად განახორციელონ, თუმცა სასამართლო  რჩება თავის ფუნქციებში.  დამატებით რამდენი კონსულტაცია შეიძლება იყოს საჭირო, საქმისთვის ალბათ სავსებით საკმარისი იყო ორი გაერთიანებული კომიტეტი, მერე ცალკეული კომიტეტები და დამატებითი  კონსულტაციების საჭიროება ნამდვილად აღარ დგას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი, რომ საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით აღარ განიხილება და სასამართლოს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული,  ასევე იქნება მეორე და მესამე მოსმენით განხილვაც და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მათში მონაწილეობა.

ამის შემდეგ, კომიტეტმა „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტი  თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ირაკლი კობახიძის, შალვა კიკნაველიძის, მერაბ ქვარაიას, რატი იონათამიშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ილია ნაკაშიძის, დიმიტრი მხეიძის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, პაატა მხეიძის, გია ბენაშვილის, ცოტნე ზურაბიანის, გოგი მეშველიანის, ენძელა მაჭავარიანის, სვეტლანა კუდბას, ფატი ხალვაშის, დიმიტრი ხუნდაძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

როგორც სოფო კილაძემ განაცხადა, პირველი მოსმენის შემდეგ აქტიური კონსულტაციები ჰქონდათ ბიზნეს ასოციაციებთან, პროფკავშირებთან, ევროკავშირთან და საბოლოო ჯამში, იყო ბევრი შენიშვნა წარმოდგენილი, რომლებიც ავტორებმა გაითვალისწინეს. 

კომიტეტმა, წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა. მისი თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ პროექტში მხოლოდ ერთი, რედაქციული ხასიათის, შენიშვნა განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

სამედიცინო მომსახურების დონე და მომსახურება

10 აგვ 2020კვირის გრაფიკი

                ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ინდექსის (HAQ —Health Access and Quality index) მიხედვით საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა. GBD-ის მონაცემებით საქართველოში...

გენდერული თანასწორობა საქართველოში

3 აგვ 2020კვირის გრაფიკი

       ევროპულ ქვეყნებს შორის გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე საქართველოში ყველაზე მაღალია. ევროსტატის და საქსტატის მონაცემებით საქართველოში ქალის საშუალო თვიური ხელფასი...

სოციალური უთანასწორობა ევროპაში

27 ივლ 2020კვირის გრაფიკი

      შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალია ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ჯინის ინდექსი 36.4%-ია, რაც ევროპაში მეხუთე ყველაზე...