06:27 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოფო კილაძემ ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შშმ პირთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ონლაინ შეხვედრა გამართა

სიახლეები

ზაზა გაბუნიამ საარჩევნო ოლქში მშენებარე სკოლის სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა ზაზა გაბუნიამ გურამიშვილის გამზირზე 114-ე საჯარო სკოლის სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც მაჟორიტარმა აღნიშნა, 114-ე ავარიული სკოლის ადგილზე ახალი, კეთილმოწყობილი სკოლის მშენებლობა მისი დაპირება იყო და სამუშაოები აქტიურად  მიმდინარეობს.

ზაზა გაბუნია - “ბოლო წლების მანძილზე ეს სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო, ნაწილი ფლიგელებისა კი ნგრევის საფრთხის წინაშე იდგა და ეს სურათი  წლების განმავლობაში არ იცვლებოდა.

მე ცოტა ხნის წინ დავპირდი ამომრჩეველს და საზოგადოებას, რომ აქ, 114-ე სკოლის ადგილზე აშენდებოდა ახალი, ევროსტანდარტების მქონე, მაღალი დონის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილი სკოლა  და აი, ამ დაპირების შესრულების პროცესი მიმდინარეობს ახლა.“

ახალი სკოლის მშენებლობას ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...