სიახლეები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მოისმინა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, სალომე ვარდიაშვილის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიში.
დოკუმენტში ვრცლად არის განხილული სფეროს თითოეულ დარგში არსებული პრობლემები და გამოწვევები, საზოგადოებრივი დამცველისა და კომპანიების მხრიდან განხორციელებული საქმიანობების ანალიზი და მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და გაუმჯობესების შედეგები. მომხსენებელმა ისაუბრა განხორციელებული აქტივობების შესახებ, მოიყვანა ბოლო 5 წლის შედარებითი სტატისტიკა და განაცხადა, რომ მეხუთე, შემაჯამებელ წელს ფაქტობრივად მოგვარდა და გამოსწორდა სისტემაში მანამდე არსებული დარღვევები. მან დეპუტატებს ასევე სამომავლო გეგმები გააცნო.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა დასვეს კითხვები.
კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ მომხსენებელს შესთავაზა დამატებით სამუშაო შეხვედრა, რომ პარლამენტიც ჩაერთოს სისტემაში ჯერ კიდევ არსებული სირთულეების აღმოსაფხვრისა და მომხმარებელთა ინტერესების ეფექტიანად დაცვის მიზნით პრობლემების მოგვარებაში.
კომიტეტმა სხდომაზე იმსჯელა საქართველოს პარლამენტის 73 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის დადგენილების პროექტის „2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ.
კონცეფცია პარლამენტის წევრმა ირინა ფრუიძემ წარადგინა. მისი თქმით, „ქვეყანაში მრავალი გამოწვევა არსებობს და ეს ბუნებრივია აისახება ახალგაზრდებზე და ამის მოგვარება რეალურად მხოლოდ ცალკეული დარგების პოლიტიკით შეუძლებელია, ვინაიდან ახალგაზრდობას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, საჭიროა, რომ ახალგაზრდობა ქვეყანაში იყოს პრიორიტეტი ეს დეკლარირებულად ასეა, მაგრამ ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენ გვყავდეს ჯანსაღი, რეალიზებული, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული და დასაქმებული ახალგაზრდობა“.
მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ 2015 წელს საქართველოს
მსგავსი სიახლეები

1 მარ 2021პოლიტიკა
ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკის შეკუმშვის ფონზე, აუცილებელია მოხდეს საბანკო რისკების სწორი იდენტიფიკაცია და ადეკვატური ზედამხედველობის განხორციელება
1 მარ 2021პოლიტიკა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

1 მარ 2021პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე შარლ მიშელს შეხვდა
კვირის გრაფიკი
რატომ კარგავს მსოფლიო მასიურად ტყეებს?
1 მარ 2021კვირის გრაფიკი
ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიომ იმდენი ტყე დაკარგა, რამდენიც წინა 9000 წლის განმავლობაში. Pendrill-ის კვლევის მონაცემებით მსოფლიო ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონ ჰექტარ ტყეს...
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
