16:25 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის მერის მოადგილე განახლებულ „მზიურში“ გალერეა-მედიათეკის მოწყობის პროექტს გაეცნო
ირმა ინაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს, რან გიდორს შეხვდა

სიახლეები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

კანონმდებლებმა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში -  „საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიში - სამოქალაქო საზოგადოების შეფასება“ განიხილეს.

საკითხი „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა კოტე ერისთავმა გამოიტანა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ევროკავშირისა და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის შემუშავებული 2017-2020 წლების დღის წესრიგი ითვალისწინებს მოკლევადიან და საშუალოვადიან პრიორიტეტებს, რომელთაგან პირველი  2018 წლის ბოლომდე უნდა მიღწეულიყო, ხოლო მეორე - 2020 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს შესრულებული. მისი თქმით, ორგანიზაციამ შეაფასა აღნიშნული პრიორიტეტების შესრულება შრომითი უფლებების და შრომის პოლიტიკის ნაწილში.

კოტე ერისთავმა  თემატურად მიმოიხილა პრიორიტეტების შესრულების საკითხები და ყურადღება ძირითადად  ოთხ მიმართულებაზე გაამახვილა: შრომის კანონმდებლობის აღსრულების  მექანიზმები, შრომის ინსპექცია, შრომითი მედიაცია, სოციალური დიალოგის ხელშეწყობა და თანასწორი მოპყრობის საკითხები.

მან ისაუბრა პრიორიტეტების მიმართულებით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და აღნიშნა, არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტა  აღნიშნულ ვადებში ვერ მოხერხდა.  მისი თქმით, არ გადადგმულა ნაბიჯები შრომითი ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით, პრობლემად რჩება რეგიონალური წარმომადგენლობების შექმნა და ადგილებზე ინსპექციის არარსებობა, საკვანძო საკითხია ინსპექციის სტრუქტურული დამოუკიდებლობა და ინსპექციის მანდატი.  მისი თქმით, კანონპროექტის ჭიანურდება პარლამენტში, რადგანაც, როგორც ჩანს, პარლამენტი მზად არ არის, რომ ინსპექციის მანდატის გაზრდას დაუჭიროს მხარი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მთელი რიგი კონვენციებისა, რაც დაკავშირებულია სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებასთან, არ არის რატიფიცირებული. მისივე თქმით, იმედს იტოვებენ, რომ პარლამენტი მიიღებს კანონს შრომით ინსპექციასთან დაკავშირებით,  რითაც საერთაშორისო ვალდებულებასაც შეასრულებს და დასაქმებულებსაც ღირსეულ სამუშაო პირობებს შეუქმნის.

მისივე თქმით, საშუალო ვადიან პრიორიტეტთაგანია მედიაცია და შრომითი დავების ეფექტური მექანიზმის შექმნა, რაც 2020-2021 წლამდე უნდა შესრულდეს. იმის მიუხედავად, რომ მედიაციის ინსტიტუტი ქვეყანაში არსი, სამწუხაროდ მედიაცია ვერ იქცა შრომითი დავების გადაწყვეტის ეფექტურ მექანიზმად. მედიაციის ინსტიტუტს ბევრი პრობლემა აქვს, მის გაძლიერების გეგმა შევიმუშავეთ და სამინისტროს მივაწოდეთ, აღნიშნა მან.

მისივე თქმით, გასაუმჯობესებელია სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის საქმიანობა,  შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას დეკრეტული შვებულებების მიმართულებით და სხვა.

„საბოლოო ჯამში, გარკვეული წინსვლა არის, თუმცა ბევრად მეტია გასაკეთებელი. არის საკითხები, რომელთა შესრულების ვადაც ამოწურულია, არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც პროგრესი არ შეინიშნება და ვადაც გვეწურება, ამიტომ, იმ საკითხების მიღება, რომლებიც დაინიცირებულია კანონპროექტების სახით ახლა პარლამენტში, 2020 წლამდე  უნდა მოესწროს და ეს სესია არის ის შესაძლებლობა, რომ  ევროკაშირთან აღებული ვალდებულებების შესრულება მოხდეს“, - განაცხადა კოტე ერისთავმა.

კომიტეტებმა ასევე განიხილეს დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

აღნიშნული ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ  თამილა ბარკალაიამ გამოიტანა და კანონმდებლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული დღის წესრიგის სამინისტროს მხრიდან  შესრულების შესახებ.

მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა წინა მომხსენებლის გამოსვლას და თავდაპირველად განმარტებები შრომითი მიმართულებით საკითხებზე გააკეთა. კერძოდ, მან ისაუბრა იმ პროგრესზე, რაც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წელს იყო მიღწეული. როგორც მან განაცხადა, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა, რომ შრომის ინსპექცია ინსტიტუციურად გაძლიერდეს, შესაბამის კანონმდებლობაზე მუშაობა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„2019 წელი რეალურად გარდამტეხი იყო შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით იმიტომ, რომ პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი შომის უსაფრთხოების შესახებ და, შესაბამისად, გაზარდა შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მანდატი და მათ ნებისმიერ დროს, სასამართლოსადმი წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეუძლიათ შევიდნენ საწარმოში და შეამოწმონ, რამაც საკმაოდ დადებითი შედეგი გამოიღო და მნიშვნელოვნად შემცირდა სიკვდილიანობა“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

მისი თქმით, პარლამენტში შემოსული საკანონმდებლო ინიციატივა მოიაზრებს შრომის ინსპექციის დამოუკიდებელ სსიპ-ად ჩამოყალიბებას შესაბამისი მანდატით, უფლებებით და ეს ინსპექცია შრომის კოდექსით მინიჭებული უფლებებით უნდა იქცეს საზედამხედველო ორგანოდ, ისე როგორც ამას საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს. მისივე თქმით, უკვე აქტიურად მიმდინარეობს შრომითი ინსპექციის ორგანიზაციულად გაძლიერებაც.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის საქმიანობაზე და ამ მიმართულებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაზე, ისაუბრა კოლექტიური დავების და მედიაციის მექანიზმის განვითარებაზე და ამ მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, აუცილებლად განსახორციელებელ ღონისძიებებზე, მედიაციის მექანიზმის განვითარებისთვის შექმნილ ახალ ხედვებზე, თანასწორობის პრინციპებზე, იმ ნაბიჯებზე, რაც სამინისტრომ გადადგა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე და სხვა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექ 2020კვირის გრაფიკი

         განათლების მობილობის ფარდობითი ინდექსით საქართველო ევროპაში 31-ე ადგილზეა. EqualChance-ს მონაცემებით საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.449-ს, რაც ევროპის საშუალო...