17:24 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რისგან იღუპებიან ადამიანები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

სიახლეები

 თბილისის მერის მოადგილე განახლებულ „მზიურში“ გალერეა-მედიათეკის მოწყობის პროექტს გაეცნო

თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასიალია ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ განახლებულ ტეროტორიაზე დაგეგმილ პროექტს გაეცნო, რომელიც პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქციას, მის ფუნქციურ დატვირთვასა და თანამედროვე ხელოვნების გალერეა-მედიათეკის მოწყობას გულისხმობს.

ანდრია ბასილაია სოციალური საწარმოს - „მზიურის კაფე“ დამფუძნებელ ანა გოგუაძეს შეხვდა და პროექტის დეტალები მოისმინა.

„აღნიშნულ პროექტზე საინიციატივო ჯგუფი თითქმის ათი წელი მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს არაერთი კომერციული შეთავაზება ჰქონდა, გადაწყდა, არსებული სივრცე ხელოვნების დარგისთვის დაგვეთმო და მიგვეცა შესაძლებლობა, განახლებულ „მზიურზი“ ბევრი საინტერესო პროექტი განეხორციელებინათ”, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

პროექტის მიზანია, შენობას არქიტექტურული სახე შეუნარჩუნდეს და ფუნქციური დატვირთვა შეიძინოს, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქის ცენტრში მდებარე პარკის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

მულტიფუნქციურ სივრცეში საზოგადოების ჯგუფებს შორის კულტურული დიალოგის წარმოება, შემეცნებით-საგანმანათლებლო, კულტურულ აქტივობებში მოქალაქეთა ჩართვა, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის კულტურული ინიციატივების გახორციელება, თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლებისა და მკვლევარებისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და რაც მთავარია, „მზიურის“ მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილად ქცევა იგეგმება, სადაც დასვენებისა და განტვირთვის გარდა, ქვეყსტუმრები ადგილობრივ თუ საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს გაეცნობიან.

„მზიურის“ გალერეა სოციალური, არაკომერციული პროექტია, რომლის იდეასა და შესაძლებლობების განვითარებაზე ფონდი „აჰუაჰუ“ მუშაობს. ბავშვთა ქალაქში გალერეა-მედიათეკას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მოაწყობს, ხოლო შემდეგ, აღნიშნული შენობა-ნაგებობა სოციალურ საწარმოს უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცემა.  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექ 2020კვირის გრაფიკი

         განათლების მობილობის ფარდობითი ინდექსით საქართველო ევროპაში 31-ე ადგილზეა. EqualChance-ს მონაცემებით საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.449-ს, რაც ევროპის საშუალო...