17:49 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტს PricewaterhouseCoopers ჩაატარებს
რისგან იღუპებიან ადამიანები

სიახლეები

ზაზა გაბუნია - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკისათვის დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო დაასრულა

 

საქართველოს  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა, რომელსაც ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობდა უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკისათვის დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო დაასრულა.

ზაზა გაბუნიამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ სუბიექტს, სახელმწიფო უწყებებს, მუნიციპალიტეტებს, სახალხო დამცველის ოფისსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებმაც თავისი აქტიური წვლილი შეიტანეს თემატური ჯგუფის მუშაობაში.

ზაზა გაბუნია - შემუშავებულია საკმაოდ სოლიდური და სრულფასოვანი დოკუმენტი, რომელიც ერთის მხრივ მიმოიხილავს და აფასებს იმ ვითარებას, რომელიც ჩვენ ამ თვალსაზრისით გვაქვს ქვეყანაში, მეორეს მხრივ კი ამ დოკუმენტში გამოკვეთილია ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც საქართველოში უსახლკარობის პრობლემებს უკავშირდება დაწყებული ტერმინით და დეფიციციით, გაგრძელებული ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ფუნქციების გადანაწილების საკითხით, დასრულებული სერვისებზე ხელმისაწვდომობით.“

ზაზა გაბუნიას განცხადებით დოკუმენტში განსაზღვრულია  რეკომენდაციები რომელიც მიემართება როგორც საქართველოს პარლამენტს ისე მთავრობასა და მუნიციპალიტეტებს.

„თქვენ მოგეხსენებათ რომ უსახლკარო პირთათვის სათანადო პოლიტიკის არსებობა, მათთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება გახლავთ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება, ამავდროულად საქართველოს მთავრობას აქვს აღებული ვალდებულება ღია მმართველობის პარტნიორობის წინაშე, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს ექნება სრულფასოვანი დოკუმენტი უსახლაკრობის პრობლემის მართვისათვის, რომელმაც თანდათანობით უნდა უზრუნველყოს ამ პრობლემის დაძლევა ჩვენს ქვეყანაში.“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ შექმნილი თემატური მოკვლევის საპარლამენტო ჯგუფი საკითხზე რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა მუშაობას.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექ 2020კვირის გრაფიკი

         განათლების მობილობის ფარდობითი ინდექსით საქართველო ევროპაში 31-ე ადგილზეა. EqualChance-ს მონაცემებით საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.449-ს, რაც ევროპის საშუალო...