17:24 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აბუ დაბი - ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტს PricewaterhouseCoopers ჩაატარებს

სიახლეები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, გურამ მაჭარაშვილის, გოგა გულორდავას, გიორგი გაჩეჩილაძის და მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მომხსენებლის, გოგა გულორდავას განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილები შეეხება საავტომობილო ბენზინის და დიზელის ხარისხობრივი ნორმების შესახებ გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებას. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილების შეტანის საჭიროება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ არსებული სანქცია ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებს გამკაცრებას, გამომდინარე მისი ქმედების სიმძიმიდან.

ცვლილებების თანახმად, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე მოხდება იმპორტირებული შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის იმპორტის ფასის ნამრავლის 15- მაგი ოდენობით დაჯარიმება. საწვავის იმპორტის ფასი გულისხმობს შესაბამისი საწვავის იმპორტის ფასს, რომელიც დაფიქსირებულია საბაჟო დეკლარაციაში ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ.

პროექტის თანახმად, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის წარმოება ხორციელდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე წარმოებული შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის თვითღირებულების ნამრავლის 15-მაგი ოდენობით დაჯარიმებას. საწვავის თვითღირებულება გულისხმობს თანხას, რომელიც დაიხარჯა საწვავის წარმოებაზე.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, წარმოება ან/და მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, - ისჯება ჯარიმით და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

სხდომაზე გამოთქმული დათქმების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად.

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები იმ სატრანსპორტო პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანი ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგებაა დედაქალაქში.

„შემოთავაზებული პროექტის მიზანია აღმოფხვრას საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებული გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვების პრობლემა. კანონის პროექტით გათვალისწინებულია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე სატრანსპორტო საშუალების პარკირების განსაზღვრა სამართალდარღვევად. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება ისეთი ქმედებები, როგორიცაა: ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირების აკრძალვა და პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების შემოსავლის მიღების მიზნით გამოყენების შემთხვევების აკრძალვა“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

 

კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შესაბამისი დათქმების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ .

კანონპროექტის თანახმად, ჯარიმებისგან და საურავებისგან თავისუფლდებიან ის მოქალაქეები, რომლებთაც აღნიშნული ფინანსური სახდელი კომპანია „სი-ტი პარკის“-გან 2018 წლის 10 აპრილამდე დაეკისრათ. ცვლილებები რამდენიმე ათას მოქალაქეს შეეხება რაც ჯამში, დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც შეეხება „სი-ტი პარკის“ ჯარიმებისგან გათავისუფლებას. იდეა ეკუთვნის მერიას და მადლობა დედაქალაქის მერს ასეთი ინიციატივისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები ნამდვილად იქნება შემსუბუქება იმ ადამიანებისთვის, ვისაც დაკისრებული ჰქონდათ ჯარიმები“, - განაცხადა იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...