სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე პირველად, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. 1 ოქტომბრიდან მგზავრები მგზავრობას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და კვირას შეძლებენ. აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარის მიერ ახლახანს დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც Wizz air-მა ევროპის გარეთ შექმნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მოლაპარაკებები კომპანიასთან უმოკლედ ვადებში წარმატებით დაასრულა.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი, არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ Wizz air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.
,,მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანია Wizz air-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. 8 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოვებას განაგრძობს. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. გვიხარია, რომ ავიაკომპანიასთან ერთად ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში ქუთაისის აეროპორტიც საკუთარ წვლილს შეიტანს,-‘’აღნიშნა თამარ არჩუაძემ.
ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები Airbus A321neo შესრულდება.
მსგავსი სიახლეები

17 დეკ 2020ტრანსპორტი
B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ

3 სექ 2020ტრანსპორტი
3 სექტემბრიდან მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდება

27 ივლ 2020ტრანსპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ ათენიდან სარეპატრიაციო რეისი განხორციელდება
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...