05:40 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ევროპაში
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

სიახლეები

ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკური გამოწვევების ფონზე ქვეყნის ცენტრალური ბანკის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება და გამადიდებელი შუშის ქვეშ ხვდება

„გასული წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი წარმატებით იყენებდა ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ღია ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდები, ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები“-ამის შესახებ  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის  2019 წლის ანგარიში მოისმინეს.

ირაკლი კოვზანაძემ    ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წლიური ანგარიშის შეფასებისას  ყურადღება გაამახვილა საბანკო სფეროში  არსებულ ვითარებაზე, დეტალურად  ისაუბრა გამოწვევებზე და იმ   სიახლეებზე, რომელიც 2019 წელს ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა საბანკო სექტორს შესთავაზა „ მივესალმები ეროვნული ბანკის ყოველ ახალ წამოწყებას, რომელიც ემსახურება საბანკო სფეროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას. ერთ-ერთ ასეთად უნდა მივიჩნიოთ გასულ წელს ახალი ინსტრუმენტის - სავალუტო ოფციონების ამოქმედება“-  განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის სამომავლო საქმიანობას, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა,  არსებული და მოსალოდნელი გამოწვევების ფონზე მარტივი არ იქნება 2020-2021 წელი. „თუმცა  ამაზე  პარლამენტს საუბარი მოუწევს ,,ეროვნული ბანკის 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტის განხილვის და დამტკიცების პროცესში, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს  ჩვენი საზოგადოება და ეკონომიკა (ისევე როგორც მთელი მსოფლიო) დგას კორონავირუსით  გამოწვეული უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე. ჩვენს შემთხვევაში, როცა სახეზე გვაქვს მიმდინარე ანგარიშის ქრონიკული დეფიციტი, მაღალი დოლარიზაცია, საკურსო რყევები, დანაზოგების სიმწირე ქვეყნის ცენტრალური ბანკის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება და გამადიდებელი შუშის ქვეშ ხვდება“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და ეროვნულ ბანკს წარმატებები უსურვა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...