სიახლეები
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო და სასესხო შეთანხმებების“ №1 ცვლილებების შეთანხმებები განიხილეს. მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმებები კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.
მომხსენებლის განმარტებით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 4,7 მლნ. ევროა, რომელიც საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული. 2,83 მლნ. ევროს სესხის სახით სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO) დააფინანსებს, ხოლო აღმოსავლეთი ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის ფონდი (E5P) კი გრანტის სახით 1,87 მლნ. ევროს გამოყოფს. წარმოდგენილი ცვლილებებით ხდება გრანტის დახურვის არსებული ვადის 2022 წლის 31 აგვისტომდე გადაწევა.
მთავრობის წარმომადგენელმა კიდევ ერთი, „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (განვითრების პოლიტიკის ღონისძიება ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობისთვის: დამატებითი სესხი COVID-19-ზე რეაგირებისთვის)“ სასესხო შეთანხმება წარადგინა, რომლის მიხედვით, მსოფლიო ბანკი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად, დამატებით 45 მლნ. ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს. სესხის ხანგრძლივობაა 25 წელი მათ შორის, 14 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია EURIBOR-ზე.
მსგავსი სიახლეები

14 იან 2021პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური : „პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა“

14 იან 2021პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ

14 იან 2021პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
კვირის გრაფიკი
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკ 2020კვირის გრაფიკი
მსოფლიოს განვითარებულმა სახელმწიფოებმა კორონავირუსის ვაქცინები მათთვის საკმარისი რაოდენობით უკვე დაიჯავშნეს. ვინაიდან ვაქცინები თავდაპირველ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით...
პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

