13:39 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ ათენიდან სარეპატრიაციო რეისი განხორციელდება
სოციალური უთანასწორობა ევროპაში

სიახლეები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე უკვე განხილულ და კენჭსაყრელად მომზადებულ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, კომიტეტის წინა სხდომაზე, როდესაც კანონპროექტის პრინციპების განხილვა მოხდა, გარკვეული კითხვები დაისვა და პოზიციების შეჯერებამდე, კომიტეტმა კანონპროექტის კენჭისყრა გადადო. მისივე განცხადებით, კანონპროექტის ინიციატორის და კომიტეტის ერთობლივი მუშაობით, სხვადასხვა უწყებებთან აქტიური კონსულტაციები გაიმართა და პოზიციების შეჯერება და სასურველი შედეგის მიღწევა მოხერხდა.

ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტის წევრებს ის სამი სიახლე გააცნო, რომლებიც კონსულტაციების შედეგად კანონპროექტში აისახება.

კერძოდ, სამხედრო სამსახურის გადავადება არ გავრცელდება იმ წვევამდელზე, რომელიც ჩაირიცხა პროფესიულ სასწავლებელში, მაგრამ მან ერთხელ უკვე ისარგებლა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებით. მეორე, სკოლის დამთავრების შემდეგ, ერთჯერადი გადავადებით ისარგებლებს ის პირი, რომელიც იქნება პროფესიული სასწავლებლის აპლიკანტი, და მესამე, თუ პირი უკვე იხდის სამხედრო სამსახურს და ჩაირიცხება პროფესიულ სასწავლებელში, ის ვეღარ ისარგებლებს გადავადების უფლებით და მას სწავლის გაგრძელება მხოლოდ სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ შეეძლება.

კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის პროცედურებიც განმარტა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პირვანდელი რედაქციით გამოვა. განხილვის პროცესში კომიტეტი ინიციატორს უკვე შეჯერებულ ვარიანტს შესთავაზებს და კანონპროექტის ინიციატორის მიერ მისი გაზიარების შემთხვევაში კი, კენჭი ეყრება კანონპროექტის იმ რედაქციას, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა.

კანონპროექტის ინიციატორმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე კანონპროექტის შეჯერებულ ვარიანტს დაეთანხმა. კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე, სხდომაზე მოწვეულმა, მედიისა და ტელე ხელოვნების კოლეჯის დირექტორმა, ზურაბ ოშხნელმაც ისაუბრა და კანონპროექტის ინიციატორს და კომიტეტს წარმოდგენილი ცვლილებების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „დღეს თქვენ პროფესიული განათლება კნინობითი მდგომარეობიდან გამოიყვანეთ“.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექ 2020კვირის გრაფიკი

         განათლების მობილობის ფარდობითი ინდექსით საქართველო ევროპაში 31-ე ადგილზეა. EqualChance-ს მონაცემებით საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.449-ს, რაც ევროპის საშუალო...

უსაფრთხოება ევროპაში

31 აგვ 2020კვირის გრაფიკი

            უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით საქართველო ევროპის 37 ქვეყნიდან 30-ე, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 49-ე ადგილზე იმყოფება. ჟურნალ „გლობალური ფინანსების" მონაცემებით...