14:19 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ ათენიდან სარეპატრიაციო რეისი განხორციელდება

სიახლეები

PechaKucha Night Tbilisi ყალბ ამბებთან საბრძოლველად!

 

 

ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად აღწევს, ამასთან ერთად კი ზოგიერთებისთვის მარტივდება ახალ ამბებად შეფუთული ტყუილების გავრცელება, რიგითი ონლაინ მომხმარებლისთვის კი უფრო მეტად რთულდება ტყუილ-მართლის გარჩევა. მ პრობლემიდან გამოსავალზე სასაუბროდ 30 ივლისს რიგით მე-11 PeckaKucha Night Tbilisi-ი გაიმართება, სადაც ერთ ვირტუალურ სივრცეში შეიკრიბებიან სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანები და გაგვიზიარებენ, თუ როგორ ცდილობენ თითოეული ჩვენგანის დაცვას ყალბი ამბებისგან - იქნება ეს თამაშების გამოყენებით, კვლევებით, მანქანური დასწავლის ალგორითმებით, სახელმწიფოთაშორისი კოორიდინირებული აქტივობებითა თუ სხვა ღონისძიებებით.

ართველ სპიკერებთან ერთად ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ მომხსენებლები ამერიკიდან, ევროკავშირისა და აღმოსავლე პარტნიორობის ქვეყნებიდან. პიკერები თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებენ. ომხსენებლების თემებია: 

·        ,,გროვერი VS ყალბი ამბების რობოტის აჯანყება” - კამილ ვან ჰოფელენი, DocuSign-ის მონაცემთა მეცნიერი

·        ,,ყალბი ამბებით სავსე თავი” - ქეთი ბოჯგუა, პროექტ "Davita.Official"-ის თანაავტორი

·        ,,როგორ ეხმარება ტექნოლოგია სიმართლის მებრძოლებს” - გიორგი ნაკაიძე, პროექტ "ვინ ვინ არის - Vin Vin Aris"-ის თანადამფუძნებელი 

·        ,,2020 წელი 20X20 ფორმატში: წელი, რომელიც გვინდა, დავივიწყოთ” - აარონ შაროკმანი, PolitiFact-ის აღმასრულებელი დირექტორი 

·        ,,როგორ ვუპასუხოთ დეზინფორმაციას ევროკავშირის გადმოსახედიდან” - ანელი აჰონენი, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციის ოპერაციული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი

·        ,,კორონავირუსი ყალბი ამბავია?” - ოლგა ჩიჟოვა, საგარეო პოლიტიკის საბჭოს ,,უკრაინული პრიზმის" კომუნიკაციების დირექტორი

·        ,,ვინ ქმნის ყალბ ამბავს უნებლიედ?” - ფრანაკ ვიაჩორკა, ციფრული კომუნიკაციების ქსელის ტრენინგების ხელმძღვანელი

·        ,,რელიგიური ჯგუფები დეზინფორმაციასთან ბრძოლის წინა ხაზზე” - ქეთევან ჩაჩავა, CDD - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, სექტორი 3-ის თავმჯდომარე

·        ,,DeepFake-ები: გაზვიადებული მოვლენა თუ დეზინფორმაციის მორიგი საფრთხე - მადელინ ბრედი, Democracy Reporting International-ის პროგრამის თანაშემწე

·        ,,Glass Room-ის დეზინფორმაციის გამოშვების მიმოხილვა” - მუჰამად რადვანი, Tactical Tech-ის პროექტის კოორდინატორი

 

ღონისძიების მოდერატორია ნინო მაჭარაშვილი, თბილისში არსებული მონაცემთა კომუნიკაციის ორგანიზაციის ფორსეტის დირექტორი და თანადამფუძნებელი.

PechaKucha Night-ის მოძრაობა 2003 წლის თებერვალში ტოკიოში დაიწყო. ეს იყო ღონისძიებათა სერია ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. იაპონურად PechaKucha (ペチャクチャ) ნიშნავს ბლა-ბლა-ბლას.

PechaKucha Night ახლა უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. ის არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლათფორმა,  სადაც შემოქმედი ადამიანები, ინოვატორები, მეწარმეები, ჩეინჯმეიქერები იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, პროექტებსა და ნამუშევრებს უზიარებენ. ისინი ცვლიან აზრებს PechaKucha 20x20 ფორმატში.

PechaKucha 20x20 მარტივი პრეზენტაციის ფორმატია, სადაც სპიკერი 20 სლაიდს წარმოადგენს. თითო სლაიდისთვის მომხსენებელს 20 წამი აქვს. სლაიდები ავტომატურ რეჟიმში იცვლება.

PechaKucha Night Tbilisi vol. 11 ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს მიერ. ღონისძიების პარტნიორები არიან პროდემოსი, სექტორი 3, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, ForSet • ფორსეტი და Digital Communication Network.

ღონისძიებისა და სპიკერების გამოსვლების ენაა ინგლისური. PechaKucha Night Tbilsi 30 ივლისს, 20:20 საათზე გაიმართება. ილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს - https://tkt.ge/PechaKucha ან https://eventer.ge/pk11

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექ 2020კვირის გრაფიკი

         განათლების მობილობის ფარდობითი ინდექსით საქართველო ევროპაში 31-ე ადგილზეა. EqualChance-ს მონაცემებით საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.449-ს, რაც ევროპის საშუალო...

უსაფრთხოება ევროპაში

31 აგვ 2020კვირის გრაფიკი

            უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით საქართველო ევროპის 37 ქვეყნიდან 30-ე, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 49-ე ადგილზე იმყოფება. ჟურნალ „გლობალური ფინანსების" მონაცემებით...