06:35 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თამარ არჩუაძე: მივესალმებით აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას ქუთაისის აეროპორტის გაფართოების საქმეში
ოთარ დანელია ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

სიახლეები

კახა კუჭავამ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) საპარლამენტო მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ორგანიზებით ჩატარებულ 90-ე ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც საპარლამენტო მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის, ინდონეზიის, განას, მიანმარის და სხვა.

შეხვედრის მიზანი იყო გარემოსდაცვითი დემოკრატიის მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება. ყურადღება ძირითადად დაეთმო გარემოსდაცვით საკითხებზე ინფორმაციის ღიაობას, გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებასა და განხილვებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. პარლამენტის წევრებმა ყურადღება, ასევე, გაამახვილეს პოსტ-პანდემიურ პერიოდში გარემოსდაცვითი დემოკრატიის გაძლიერების აუცილებლობაზე.

„ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი ახორცილებს ახალ ინიციატივას, რომელიც გარემოსდაცვით დემოკრატიას მოიაზრებს. სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ სხდომას და მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი წამყვანი როლი ამ კუთხით ჰქონდა საქართველოს პარლამენტს, რათა გაგვეზიარებინა ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გარემოს საკითხებში გახსნილობის, მოქალაქეების ჩართულობის, ახალი საკომიტეტო ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით გვაქვს და რომელიც ითვლება წარმატებულად“, - განაცხადა კახა კუჭავამ შეხვედრის შემდეგ.

როგორც პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდისგან არაერთგზის ყოფილა თხოვნა სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარების თაობაზე, რაც ნამდვილად საამაყოა: „ჩვენი საქმიანობის და გამოცდილების შესახებ დღესაც იყო კითხვები და, რაც მთავარია, თხოვნა, რომ სხვა დროსაც, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, საქართველოს პარლამენტი იყოს მზად, რომ სხვა ქვეყნებს დავუდგეთ გვერდში და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.​

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია ინტერნეტის სიჩქარეები მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

14 ივნ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო ოპტიკური ინტერნეტის სისწრაფით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, მათ შორის საქართველოზე ნაკლები შემოსავლების მქონე ბევრ ქვეყანას. ოპტიკური...

ლარის კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში

7 ივნ 2021კვირის გრაფიკი

უკანასკნელ კვირეების განმავლობაში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ძირითად ვალუტასთან გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 7 მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში...

როგორია ინფრასტრუქტურის ხარისხი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

31 მაი 2021კვირის გრაფიკი

       საქართველოს ინფრასტრუქტურის ხარისხი მიახლოებით შეესაბამება მსგავსი განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო...

პოპულარული

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

24 მაისი, 2021კვირის გრაფიკი

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

17 მაისი, 2021კვირის გრაფიკი