03:03 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი ხმალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და მასთან შეჩვევას გარკვეული დრო სჭირდება
კახა კუჭავამ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) საპარლამენტო მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სიახლეები

თამარ არჩუაძე: მივესალმებით აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას ქუთაისის აეროპორტის გაფართოების საქმეში

 

საქართველოში აშშ-ს ელჩმა იმერეთში ვიზიტისას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერაა. აეროპორტში კელი დეგნანს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე მასპინძლობდნენ. ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობდა სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე.

"ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის სარემონტო სამუშაოები. მიმდინარეობს საბარგო სისტემის მონტაჟი. ასევე მიმდინარეობს სხვა მშენებლობის მესამე ფაზით გათგვალისწინებული სამუშაოები. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო აშშ-ს ელჩი. მან ასევე მოინახულა არსებული ტერმინალი, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და საავიაციო გაიდლაინების მიხედვით. გვახარებს ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები მხარს გვიჭერს აეროპორტის გაფართოებისა და შემდგომ განვითარების საქმეში, განაცხადა თამარ არჩუაძემ, რომელმაც კელი დეგნანს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობაზე დეტალურად  უამბო.

ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალშიც. რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება და ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც ოპერირებისთვის არის საჭირო. პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები.

ამ ეტაპზე საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა დასრულებულია. ასევე, პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ მიმდინარეობს ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი. დასრულებულია ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

გენდერული თანასწორობა საქართველოში

3 აგვ 2020კვირის გრაფიკი

       ევროპულ ქვეყნებს შორის გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე საქართველოში ყველაზე მაღალია. ევროსტატის და საქსტატის მონაცემებით საქართველოში ქალის საშუალო თვიური ხელფასი...

სოციალური უთანასწორობა ევროპაში

27 ივლ 2020კვირის გრაფიკი

      შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალია ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ჯინის ინდექსი 36.4%-ია, რაც ევროპაში მეხუთე ყველაზე...

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ევროპაში

20 ივლ 2020კვირის გრაფიკი

               საქართველოში ატმოსფეროშ ნახშირორჟანგის გამოყოფა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით ნაკლებია ვიდრე დანარჩენ ევროპაშ. OurWorldinData-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში...