21:03 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნინო წილოსანი: „იქ, სადაც გარემოს დაცვით მიმართულებებით აქტიურობაა საჭირო, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ პროცესების პულსზე გვედოს ხელი“
პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მოქალაქეების ავტომობილების რეგისტრაციისთვის საინფორმაციო ჯიხურები განთავსდა

სიახლეები

გიგი წერეთელი: „მნიშვნელოვანია, რომ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში, ახალგაზრდობა უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი“

„ეუთო-ს რეგიონის ქვეყნებში ახალგაზრდობა, ისევე როგორც ქალები და უმცირესობების წარმომადგენლები, ნაკლებად არიან ჩართულნი გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ქმედებებში, როგორიც არის შეიარაღებული კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, ფართოდ გავრცელებული სიღარიბე, უთანასწორობა და ადამიანის უფლებები, ახალგაზრდებს, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის თითქმის მეოთხედს წარმოადგენენ,  მეტი ჩართულობის შესაძლებლობები მიეცეს“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ვებ-ფორუმზე.

საერთაშორისო ონლაინ ფორუმზე, რომელსაც სამარყანდი (უზბეკეთი) მასპინძლობდა, გიგი წერეთელმა   ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ასამბლეა ახალგაზრდობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რასაც მოწმობს 2018 წელს ბერლინის დეკლარაციაში შესაბამისი რეზოლუცია და მთავრობების მისამართით მომზადებული რეკომენდაციები, სადაც  ახალგაზრდების ჩართულობის და მათი მხარდაჭერის საკითხებია. მისივე განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით 2019 წელს შეიქმნა ახალგაზრდა ლიდერების პლატფორმა, რომელიც აშშ-ის კონგრესის და „ჰელსინკის კომიტეტის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

საერთაშორისო ვებ-ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით უზბეკეთის პრეზიდენტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა, ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაშელემ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა მიმართეს. გამომსვლელების მხრიდან აღინიშნა, რომ გლობალური პანდემიით გამოწეული პრობლემები ყველა ასაკობრივ ჯგუფს შეეხო, მაგრამ  ამ კუთხით, ახალგაზრდებისთვის ძალიან გართულდა მათი სამომავლო გეგმების რეალიზება, რაც მათ განათლებას, დასაქმებას და ყოფით პრობლემებს უკავშირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ მთავრობებს  შესაბამისი ხედვა და კონკრეტული გეგმები ჰქონდეთ,  რაც ახალგაზრდობას მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

პოპულარული

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და ვაქცინა

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი