01:50 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით შტაბის მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს. საარჩევნო კამპანიაც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება
კორონავირუსი და განათლება

სიახლეები

მამუკა მდინარაძე ნაცმოძრაობის ლიდერებს მოუწოდებს ნუ დაუმალავენ თავიანთ აქტივს შიდა კვლევის შედეგებს

 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, არ დაუმალონ თავიანთ პარტიულ აქტივს ბოლო კვლევის მონაცემები, რომლის მიხედვით მათი რეიტინგი კატასტროფულად დაბალია.

„მე მოვუწოდებ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ლიდერებს უფრო სწორად, ვინც იცის კვლევის შედეგები -  მათი კვლევის და არა ჩვენი კვლევის, მათივე კვლევის შედეგები - რა რეიტინგები აქვს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რა რეიტინგები აქვს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და რა რეიტინგი აქვს ამ დროს ქართულ ოცნებას. პარტიულ აქტივს ნუ დაუმალავენ ჩვენი ან რომელიმე კვლევის მონაცემს კი არა, მათი ბოლო კვლევის მონაცემი რას ამბობს და რა რეიტინგი აქვს ნაცმოძრაობას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ნაცმოძრაობის ცენტრალური შტაბის ზოგმა წარმომადგენელმაც კი არ იცის მათივე პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემი იმიტომ, რომ ეს არის მათთვის კატასტროფულად დაბალი.

„მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ოპოზიციური პარტიების გაერთიანების, ყველასი ერთად, დაახლოებით 40% და ქართული ოცნების დაახლოებით 60%, ზუსტი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, მაქვს დაახლოებითი მონაცემები და ყველა რეალური კვლევა ამას ადასტურებს. სიმართლე არსად იმალება და ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ნაცმოძრაობის ლიდერებს, გაუმხილონ თავის პარტიულ აქტივს ის მონაცემები, რომლებიც მიიღეს მათ მათივე დაკვეთით საკმაოდ ნორმალური და სერიოზული ორგანიზაციისგან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი