06:25 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის შეცვლილი მაკროეკონომიკური პარამეტრები რეალურია
მამუკა მდინარაძე ნაცმოძრაობის ლიდერებს მოუწოდებს ნუ დაუმალავენ თავიანთ აქტივს შიდა კვლევის შედეგებს

სიახლეები

ირაკლი კობახიძე: უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით შტაბის მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს. საარჩევნო კამპანიაც  აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება

„პარტიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსი, შესაბამისად, მიღებულია ყველა ზომა რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული. მივყვებით სტანდარტულ პროტოკოლს. ყველა უსაფრთხოების ზომა არის მიღებული. მათ შორის, ჩატარდა სრული დეზინფექცია ოფისში და განსაკუთრებულ რეჟიმზე არის გადასული შტაბის მუშაობა. უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით შტაბის მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს. ეს რასაკვირველია არ შეაფერხებს ჩვენი საარჩევნო კამპანიის წარმოებას. კამპანია აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პარტიის თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის გარკვეული ზომები იქნა მიღებული, მათი  წინასაარჩევნო კამპანია არ შეფერხდება. მისივე თქმით, პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ზომა არის გატარებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად  იყოს დაცული  პარტიის ოფისის თანამშრომლების და  სტუმრების უსაფრთხოება.

„თანამშრომელთა და შტაბის წევრთა მოსვლა შედარებით შევზღუდეთ საარჩევნო ოფისში. ტესტირება გავიარე მეც და შტაბის სხვა წარმომადგენლებმაც, გუშინწინ და გუშინ მოგვივიდა უარყოფითი პასუხი და ვგეგმავთ რომ სამ დღეში ერთხელ ჩავიტაროთ ტესტირება როგორც ეს გათვალისწინებულია პროტოკოლით. პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაშიც ზუსტად ის ზომები იქნა მიღებული, რაც გათვალისწინებულია პროტოკოლით. ის არის თვითიზოლაციაში იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს მის გარშემო პირთა უსაფრთხოება დაცული. პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ზომა არის გატარებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც პარტიის ოფისის თანამშრომლების, ისე ჩვენი სტუმრების უსაფრთხოება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექტემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი