18:29 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ვოლსკი: რიმა ბერაძეს არასოდეს მოუკითხავს ვინ ვისი მომხრეა. ჩვენ ყველას ვეხმარებით
ირაკლი კობახიძე: უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით შტაბის მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს. საარჩევნო კამპანიაც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება

სიახლეები

ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის   შეცვლილი   მაკროეკონომიკური პარამეტრები რეალურია

„პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის   შეცვლილი   მაკროეკონომიკური პარამეტრები რეალურია.ეკონომიკის ვარდნის ტემპი  ივლისში აღარ არის ისეთი მაღალი, როგორც ეს იყო წინა პერიოდში. მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი -4  დან -5 % ფარგლებში იქნება“ “-ასე გამოეხმარა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს.

„ივლისში  საქართველოს ეკონომიკა -5.5 % შემცირდა, როგორც იცით,  ბიუჯეტში ჩადებულია მშპ-ს  4 %-იანი  შემცირება. ასიგნებები 15,9 მილიარდი ლარია.   ბიუჯეტის დამტკიცების დროს ჩვენ მთვარობას მივეცით თანხმობა  ბიუჯეტის დეფიციტი 8.5 % მდე გაზრდილიყო. თუ პანდემიის მეორე ტალღა არ გვექნა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს,  მშპ-ს  შემცირება   -4  დან -5 % ფარგლებში იქნება“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე  ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ რეიტინგებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სარეიტინგო  კომპანია   „S&P“,  ასევე,  Fitch Rating-ს    ქვეყნის  სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დატოვა. „ეს არის   დადასტურება  საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის და გზავნილი ინვესტორებისთვის,  რომ პანდემიის დაძლევის შემდეგ სწრაფი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ეს ნიშნავს იმას რომ ქვეყნის ეკონომიკა მაკროეკონომიკურ წონასწორობას ინარჩუნებს, რაც განპირობებულია  იმ ფუნდამენტური რეფორმებით რაც წლების განმავლობაში მთვარობამ და პარლამენტმა ერთობლივად განახორციელა.მათ შორის არის: მოგების გადავადებული გადასახადი (ე.წ. ესტონური მოდელი), დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, საპენსიო რეფორმა,  გარდა ამისა, კანონები ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვის და დერივატივების შესახებ და უმნიშვნელოვანესი კანონპაკეტი, „საინვესტიციო ფონდების“ შესახებ და სხვა“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.​

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი