00:09 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
3 სექტემბრიდან მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდება
გიორგი ვოლსკი: რიმა ბერაძეს არასოდეს მოუკითხავს ვინ ვისი მომხრეა. ჩვენ ყველას ვეხმარებით

სიახლეები

2020 წლის სექტემბერში მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი ამოქმედდება

მომხმარებლის ავთენტიფიკაცია არის პროცესი, რომლის შემდგომაც მომხმარებელს ეძლევა წვდომის უფლება საკუთარ ანგარიშზე ან სრულდება გადახდის ოპერაცია, ეროვნულმა ბანკმა "მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი" შეიმუშავა, რომელიც სექტემბერში ამოქმედდება, აღნიშნული წესის მიზანია საგადახდო მომსახურების მომხმარებლის დაცული ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფა, ასევე თაღლითობისა და სხვა უკანონო ქმედების რისკის შემცირება, რაც, თავის მხრივ, აამაღლებს მომხმარებლების ნდობას საგადახდო მომსახურებებისა და უნაღდო გადახდების მიმართ.

მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი კომერციულ ბანკებზე, რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე ვრცელდება. წესი იმ სტანდარტებს განსაზღვრავს, რომლებიც მომხმარებელმა  დისტანციური მომსახურებისას უნდა დაიცვას, კერძოდ: საგადახდო ანგარიშზე წვდომის, ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიცირებისა ან ისეთი ქმედების განხორციელებისას, რომელიც თაღლითობის ან/და სხვა უკანონო ქმედების რისკის მატარებელია (მაგალითად, პაროლის შეცვლა ან მობილური ტელეფონის ნომრის ცვლილება).

მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს ორი ან მეტი შემდეგი სხვადასხვა კატეგორიის ელემენტების გამოყენებით: ცოდნა (ის, რაც მხოლოდ მომხმარებელმა იცის), ფლობა (ის, რასაც მხოლოდ მომხმარებელი ფლობს) და უნიკალურობა (ის, რაც თვით მომხმარებელია, მაგალითად მომხმარებლის ბიომეტრული მონაცემები).

დებულება ასევე განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს და გადახდის ოპერაციების ტიპებს, რომლის დროსაც პროვაიდერი უფლებამოსილია არ მოითხოვოს მომხმარებლისგან ძლიერი ავთენტიფიკაციის პროცედურა. ასეთი ოპერაციებია საბარათე უკონტაქტო გადახდები 100 ლარამდე, სანდო ბენეფიციარების სასარგებლოდ გადახდები, მცირეთანხიანი და სხვა დაბალრისკიანი ოპერაციები.

გარდა ამისა, წესით განისაზღვრება პროვაიდერის ვალდებულება შეიმუშაოს და დანერგოს უსაფრთხოების ზომები სხვადასხვა ასპექტებთან მიმართებაში, მათ შორის ელემენტების არაუფლებამოსილი პირების მიერ მოპოვების ან ასეთი პირებისთვის მათი გამჟღავნების რისკების შესამცირებლად.

"მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი" ასევე მოიცავს მონიტორინგის მექანიზმების უზრუნველყოფის ვალდებულებას, რომლის საშუალებით პროვაიდერი შეძლებს არაავტორიზებული ან/და თაღლითური გადახდის ოპერაციების იდენტიფიცირებას.

სხვადასხვა საგადახდო მომსახურებების ჭრილში წესის ამოქმედება ეტაპობრივად განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ წესის შემუშავებაში საქართველოს ეროვნულ ბანკს "თვინინგის" პროექტის ფარგლებში მხარდაჭერას უწევდნენ ექსპერტები პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოდან (NNF), ასევე პოლონეთისა და ლიეტუვას ცენტრალური ბანკებიდან. ამასთანავე, წესი სრულად შეესაბამება ევროკომისიის 2017 წლის (EU) 2018/389 რეგულაციას. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი