22:01 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ჭავჭავაძის გამზირზე უახლოეს დღეებში ნარჩენების მიწისქვეშა ურნებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი

სიახლეები

ჭავჭავაძის გამზირზე თანამედროვე სტანდარტების LED განათების სისტემა მონტაჟდება

ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის LED განათების სისტემა მონტაჟდება. სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს, შეიცვლება განათების დაახლოებით, 180 ბოძი.

სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

LED განათების მონტაჟი თავიდანვე გათვალისწინებული იყო და როგორც ყოველთვის ვამბობდით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლოს უნდა მომხდარიყო. დღეს ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას და მონტაჟდება ის ნაწილი, რომელიც უკვე ჩამოტანილია. თვის ბოლოს სანათები სრულად უნდა იყოს ადგილზე. აღნიშნული სისტემა თავისი დიზაინით არსებული სანათებისგან  განსხვავებულია და ამ ულამაზეს გამზირს ძალიან დაამშვენებს. განათების ძველი ბოძები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ახალი სანათები კი ევროპული სტანდარტისაა. მთელი ქალაქის მასშტაბით, სადაც რეაბილიტაცია ხორციელდება, ყველგან ანალოგიური სამუშაოებია გათვალისწინებული, თუმცა ქუჩის სიდიდიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე განსხვავებული მიდგომა იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

თანამედროვე სტანდარტების LED განათების სისტემის დამონტაჟებამდე, რომლის ღირებულება დაახლოებით, 1 200 000 ლარია, ჭავჭავაძის გამზირზე სრულად შეიცვალა გარე განათების ქსელი და ელექტროსადენები მიწის ქვეშ მოექცა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები მიწისქვეშა კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე, ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ბექა დავითულიანი იმყოფებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბედნიერების დონე მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

26 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       ბედნიერების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 117-ე ადგილზეა. მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მონაცემებით, საქართველოს ბედნიერების ინდექსი 4.673-ია, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

დემოკრატიის ინდექსი საქართველოსა და მსოფლიოში

19 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში 89-ე ადგილზეა. ჟურნალ „ეკონომისტის" მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 53.1-ს შეადგენს, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

კოვიდ ვაქცინაცია მსოფლიოში 2021 ივლისი

12 ივლ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ვაქცინაციით მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანას საგრძნობლად ჩამორჩება. OurWorldinData-ს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 8% არის ვაქცინირებული სულ მცირე 1...