18:32 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნინო წილოსანი: „მწვანე ბიუჯეტის“ პროექტი დაგვეხმარება ქვეყნის ბიუჯეტი გავხადოთ უფრო მწვანე და ქვეყნის ეკოლოგია და გარემოს დაცვა ავიყვანოთ იმ ხარისხში, როგორ ხარისხშიც გარემოს დაცვის ერთობლივი პოლიტიკის მიმართულება გვაქვს აღებული
განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

სიახლეები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განსახილველად გამოიტანა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის პროგრამა: COVID-19-ის კრიზისის შემსუბუქება)“.

მომხსენებლის განმარტებით, ეს არის ახალი ხელშეკრულება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ პანდემიის პერიოდში დამატებითი რესურსების გამოყოფასთან. ეს თანხა, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის კვალდაკვალ გამოყო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტია და მიიმართება ერთიანად ბიუჯეტის საერთო ხარჯების დასაფინანსებლად. მან ისაუბრა სესხის ფინანსური პირობების შესახებ - სესხის ხანგრძლივობის, შეღავათიანი პერიოდისა და საპროცენტო განაკვეთის შესახებ.

კიდევ ერთი სარატიფიკაციო დოკუმენტი, „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმება“ ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გასაძლიერებლად სესხის სახით 180 მლნ ევროს გამოყოფას.

პარლამენტის წევრმა რომან კაკულიამ მესამე მოსმენით წარმოადგინა კანონპროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ კანონპროექტთა პაკეტთან ერთად.

კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება აღსრულების მყარი მექანიზმები რაც გაზრდის კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ქვეყნის საბაზრო სტრუქტურაზე, ეკონომიკური აგენტების საქმიანობასა და სამართლიანი კონკურენტული გარემოს ფორმირებაზე.

მომხსენებლის თქმით, წინა განხილვებზე გამოითქვა იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით და სხვა რედაქციული ხასიათის შენიშვნები, რომლებიც გათვალისწინებულია წარმოდგენილ ვერსიაში.

 

პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა წარმოადგინა თავისივე საკანონმდებლო ინიციატივა „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ კანონპროექტი. მასთან ერთად კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. კანონპროექტის მიზანია მშრომელის დაცვა დაბალი და არასამართლიანი ანაზღაურებისგან, ასევე სიღარიბის დონის შემცირება, და დასაქმებულთა შემოსავლების გაზრდა რეალური საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით.

მომხსენებლის თქმით, „დასაქმებულთა დიდი ნაწილი რეალურ საარსებო მინიმუმზე დაბალ ანაზღაურებას იღებს. მინიმალური ხელფასი კი არათუ უნდა უტოლდებოდეს საარსებო მინიმუმს, არამედ აუცილებლად უნდა აღემატებოდეს მას. აქედან ამომდინარე, ზემოთ აღნიშნული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი აუცილებელი გზა არის კანონით მინიმალური ხელფასის იმ ოდენობით დადგენა, რაც ხელს შეუწყობს ადამიანთა ხელფასების ზრდასა და დასაქმებულთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“.

საკითხის ირგვლივ ხანგრძლივი მსჯელობა გაიმართა. დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულ შორის ურთიერთობის კუთხით გარკვეული დეტალები დასახვეწია. გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები. განხილვის ამოწურვის შემდეგ წარმოდგენილმა კანონპროექტმა კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...