19:17 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი გახარიამ, თეა წულუკიანმა და მაია ცქიტიშვილმა ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი გახსნეს
ნინო წილოსანი: „მწვანე ბიუჯეტის“ პროექტი დაგვეხმარება ქვეყნის ბიუჯეტი გავხადოთ უფრო მწვანე და ქვეყნის ეკოლოგია და გარემოს დაცვა ავიყვანოთ იმ ხარისხში, როგორ ხარისხშიც გარემოს დაცვის ერთობლივი პოლიტიკის მიმართულება გვაქვს აღებული

სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა ვიდეოკონფერენციის ფორმატში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს ესაუბრა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ვიდეო ზარის ფორმატში, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, კლარა დობრევთან შეხვედრა გამართა.

ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით და წინასაარჩევნო პროცესებით დაინტერესდა. კახაბერ კუჭავამ კლარა დობრევს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო, რომელიც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის მიერ დადებითად იქნა შეფასებული.

„ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს ვიდეო ზარის ფორმატში, 8 მარტის შეთანხმების თანახმად მომზადებული საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებზე ინფორმაცია გავაცანი. კლარა დობრევმა მმართველი პარტიის მიერ გატარებული ღონისძიებების მიმართ კმაყოფილება გამოთქვა და ამ ცვლილებების მისაღებად გამართულ კენჭისყრაში  ოპოზიციის არ მონაწილეობის გამო გაკვირვება გამოხატა. შეხვედრაზე ვიცე-პრეზიდენტი დობრევი წინასაარჩევნო კამპანიების მიმდინარეობითაც დაინტერესდა და იმედი გამოთქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი სამაგალითო არჩევნები იქნება, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარდება“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესა და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს შორის აქტიური კომუნიკაცია გრძელდება. მსგავსი ფორმატის ბოლო შეხვედრა მხარეებს შორის ერთი თვის წინაც გაიმართა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...