სიახლეები
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ ჭიჭინაძე უძღვებოდა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ მცხოვრები/მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი თანამემამულეების - დიასპორელების მდგომარეობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული დახმარებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
მომხსენებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა სამინისტროს მიერ აღნიშნული კუთხით გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა და დეპუტატებს გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. სხდომაზე წარმოდგენილი იყო განხორციელებული ღონისძიებების კონკრეტული მონაცემები, სტატისტიკა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ხორციელდება.
მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს გააცნო პანდემიის კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. ასევე ისაუბრა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების პირობებში, ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის შესახებ.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პანდემიის აფეთქების კრიზისულ პერიოდში, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების და მათ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირების მიზნით პრემიერ-მინისტრთან შექმნილ საკოორდინაციო საბჭოსთან განისაზღვრა ორი ძირითადი ამოცანა: 1) მოქალაქეებზე ზრუნვა ადგილზე (უცხოეთში) 2) მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში. მისივე განმარტებით, დღეისათვის არსებული მონაცემებით სახელწმიფოს ჩართულობით, სამშობლოში დაბრუნდა 23 ათასი მოქალაქე და ამდენივეს ადგილზე გაეწია დახმარება. ვლადიმერ კონსტანტინიდმა განმარტა, რომ COVID-19 პანდემიის მოულოდნელი აფეთქების პირობებში, თანამემამულეების საჭიროებებზე რეაგირების და მათთვის მყისიერი დახმარების აღმოჩენის პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწია ისეთი გადაწყვეტილებების და მიდგომების გამოყენება, რომელიც აქამდე საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობდა და გამომდინარეობდა მსოფლიოში შექმნილი არაორდინალური ვითარებიდან.
სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავი გახდა, არა მხოლოდ მოქალაქეთა რეპატრიაციის უზრუნველყოფა, არამედ სამშობლოში გამომგზავრებამდე მათი ადგილზე დახმარების უზრუნველყოფა, რაც მოიცავდა უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფას, მათთვის საკვების/წყლის/მედიმაკმენტების და სხვა აუცილებელი საჭიროებების მიწოდებას, მათთვის სამედიცინო კონსულტაციების და სამედიცინო მომსახურების მიღების უზრუნველყოფას და სხვა. სახელმწიფომ თავიდანვე განსაზღვრა სპეციალური კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდათ შშმ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებს, ფეხმძიმე ქალებს და მცირეწლოვნებს, არასრულწლოვნებს, ხანდაზმულებს (65 წელს მიღწეული), სტიპენდიის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს. 2020 წლის 18 ივლისის მონაცემებით პანდემიის კრიზისულ
მსგავსი სიახლეები

1 მარ 2021პოლიტიკა
ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკის შეკუმშვის ფონზე, აუცილებელია მოხდეს საბანკო რისკების სწორი იდენტიფიკაცია და ადეკვატური ზედამხედველობის განხორციელება
1 მარ 2021პოლიტიკა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

1 მარ 2021პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე შარლ მიშელს შეხვდა
კვირის გრაფიკი
რატომ კარგავს მსოფლიო მასიურად ტყეებს?
1 მარ 2021კვირის გრაფიკი
ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიომ იმდენი ტყე დაკარგა, რამდენიც წინა 9000 წლის განმავლობაში. Pendrill-ის კვლევის მონაცემებით მსოფლიო ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონ ჰექტარ ტყეს...
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
