00:12 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძემ დიპლომატიურ კორპუსს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებები გააცნო
განათლება ხარისხი ევროპაში

სიახლეები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ ჭიჭინაძე უძღვებოდა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ მცხოვრები/მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი თანამემამულეების - დიასპორელების მდგომარეობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული დახმარებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

მომხსენებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემვლადიმერ კონსტანტინიდმა სამინისტროს მიერ აღნიშნული კუთხით გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა და დეპუტატებს გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. სხდომაზე წარმოდგენილი იყო განხორციელებული ღონისძიებების კონკრეტული მონაცემები, სტატისტიკა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ხორციელდება.

მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს გააცნო პანდემიის კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. ასევე ისაუბრა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების პირობებში, ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის შესახებ.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პანდემიის აფეთქების კრიზისულ პერიოდში, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების და მათ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირების მიზნით პრემიერ-მინისტრთან შექმნილ საკოორდინაციო საბჭოსთან განისაზღვრა ორი ძირითადი ამოცანა: 1) მოქალაქეებზე ზრუნვა ადგილზე (უცხოეთში) 2) მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში. მისივე განმარტებით, დღეისათვის არსებული მონაცემებით სახელწმიფოს ჩართულობით, სამშობლოში დაბრუნდა 23 ათასი მოქალაქე და ამდენივეს ადგილზე გაეწია დახმარება. ვლადიმერ კონსტანტინიდმა განმარტა, რომ COVID-19 პანდემიის მოულოდნელი აფეთქების პირობებში, თანამემამულეების საჭიროებებზე რეაგირების და მათთვის მყისიერი დახმარების აღმოჩენის პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწია ისეთი გადაწყვეტილებების და მიდგომების გამოყენება, რომელიც აქამდე საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობდა და გამომდინარეობდა მსოფლიოში შექმნილი არაორდინალური ვითარებიდან.

სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავი გახდა, არა მხოლოდ მოქალაქეთა რეპატრიაციის უზრუნველყოფა, არამედ სამშობლოში გამომგზავრებამდე მათი ადგილზე დახმარების უზრუნველყოფა, რაც მოიცავდა უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფას, მათთვის საკვების/წყლის/მედიმაკმენტების და სხვა აუცილებელი საჭიროებების მიწოდებას, მათთვის სამედიცინო კონსულტაციების და სამედიცინო მომსახურების მიღების უზრუნველყოფას და სხვა. სახელმწიფომ თავიდანვე განსაზღვრა სპეციალური კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდათ შშმ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებს, ფეხმძიმე ქალებს და მცირეწლოვნებს, არასრულწლოვნებს, ხანდაზმულებს (65 წელს მიღწეული), სტიპენდიის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს. 2020 წლის 18 ივლისის მონაცემებით პანდემიის კრიზისულ

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი