18:30 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გარემოზე ზიანის მიყენების საკითხები „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპით დარეგულირდება
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა

სიახლეები

არჩილ თალაკვაძემ დიპლომატიურ კორპუსს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებები გააცნო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით მომზადდა. არჩილ თალაკვაძის განმარტებით,  აღნიშნული ცვლილებები ორ მნიშვნელოვან საკითხს - უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას უკავშირდება. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომზადებული ცვლილებების შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარე სასესიო კვირაში იმსჯელებენ.

„პარლამენტმა, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, სამუშაო ჯგუფთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, ეს ითვალისწინებს სასამართლო კანონმდებლობაში ორ მნიშვნელოვან საკითხს - ერთი, ეს არის უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება და მეორე ეს არის მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა. ეს ორივე იყო ვენეციის კომისიის იმ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს შორის, რომელიც ეხებოდა სასამართლოს, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ სესიის შემდგომ დღეებში ეს ცვლილებები მივიღოთ და ამით კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და გავხადოთ პროცესი უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

მისივე თქმით, სასამართლო რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, თუმცა,  მმართველ გუნდს აქვს გეგმა, რომელსაც თანმიმდევრულად მიყვება.  პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ სასამართლო რეფორმაზე მუშაობას გააგრძელებს მომდევნო მოწვევის პარლამენტიც.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექ 2020კვირის გრაფიკი

         განათლების მობილობის ფარდობითი ინდექსით საქართველო ევროპაში 31-ე ადგილზეა. EqualChance-ს მონაცემებით საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.449-ს, რაც ევროპის საშუალო...