01:14 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კიშინიოვის ქუჩაზე სპორტული სივრცისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
არჩილ თალაკვაძემ დიპლომატიურ კორპუსს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებები გააცნო

სიახლეები

გარემოზე ზიანის მიყენების საკითხები „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპით დარეგულირდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა, ერთობლივ სხდომაზე, პირველი მოსმენისთვის განიხილეს კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი არეგულირებს გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციასთან, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შერბილებასთან, ზიანის მიყენებისას განსახორციელებელ ღონისძიებებთან, მათ შორის, გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელებასა და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

მომხსენებლის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტი ეფუძნება ევროდირექტივას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ და შესაბამისად, აგებულია ყველა იმ პრინციპზე, რასაც ეს დირექტივა ითვალისწინებს.

„კანონპროექტის მიზანია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ახალი სტანდარტების დამკვიდრება ჩვენს ქვეყენაში. დღეს მოქმედი კანონმდებლობა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, მონეტარულ პასუხისმგებლობაზეა აგებული, რომლის თანახმად, როდესაც საქმიანობის სუბიექტი გარემოს მიაყენებს ზიანს, ეს ზიანი მონეტარული წესით ანაზღაურდება და მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ახალი კანონპროექტით სრულიად განსხვავებული პრინციპი დამტკიცდება და ეს გახლავთ „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ გარემოს დამბინძურებელი ვალდებული იქნება აღადგინოს დაზიანებული გარემო, მოიყვანოს ის პირვანდელ ან პირვანდელთან მიახლოებულ მდგომარეობასთან და ამისათვის გასწიოს საჭირო ფინანსური თანხები. ეს გახლავთ ფუნდამენტური პრინციპი, რასაც ეფუძნება წარმოდგენილი კანონპროექტი და შესაბამისად, პროცედურულადაც გაწერილია ყველა ის საკითხი, რაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის სანაცვლო ღონისძიებების განხორციელებას ეხება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს არის ზიანის პრევენცია, რასაც დღევანდელი კანონმდებლობა არ ეხება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტი ადგენს გარკვეულ ფინანსურ გარანტიებს იმისათვის, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოსწორდეს. ამისათვის, 2023 წლიდან საქმიანობის სუბიექტები ვალდებულები იქნებიან (იგულისხმება მაღალი რისკის საქმიანობა), შექმნან გარკვეული ფინანსური გარანტიები, ვიდრე ისინი საქმიანობას დაიწყებენ.

კანონპროექტით რეგულირდება გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები. ეკოლოგიური/გარემოსდაცვითი პროგრამები ფართოდ არის გავრცელებული როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ისე სხვა ქვეყნებში. ასეთი ინსტიტუციები სხვადასხვა სახით არსებობს და ძირითად მიზანს წარმოადგენს მოახდინოს შესაბამისი გარემოსდაცვითი მიზნების უზრუნველსაყოფად, სახსრების აკუმულირება და მათი გამოყოფა სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებების განსახორციელებლად. ასეთი პროგრამებიდან ფინანსდება გარემოზე მიყენებული ზიანის გამასწორებელი ღონისძიებები (მათ შორის, ხდება ისტორიულად დაზიანებული ტერიტორიების აღდგენა). აკუმულირებული თანხები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გარემოზე ზიანის პრევენციისთვის, გარემოს მდგომარეობის აღდგენისთვის, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და ა.შ. კომიტეტებმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დამოუკიდებელ რეჟიმში, რამდენიმე კანონპროექტი და საკანონმდებლო წინადადება განიხილა.

კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანრი ოხანაშვილის და სოფიო კილაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ცვლილებები ეხება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების - ექსკურსიების დროს მგზავრთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანას.

კანონპროექტის თანახმად:

•             ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოთხოვნის შესაბამისად, წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებისა ან სახელმწიფო - საექსპერტო ნარკოლოგიური შემოწმებისა და დაწესებულების მიერ ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

•             ექსკურსიაზე მგზავრთა ტრანსპორტირებისას აუცილებელია, რომ თითოეული მგზავრი სარგებლობდეს უსაფრთხოების ღვედით, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში იქონიოს ცეცხლმაქრი და პირველადი დახმარების სამედიცინო ჩანთა.

•             ექსკურსიის მიმდინარეობას უნდა ესწრებოდეს სრულწლოვანი ხელმძღვანელი (აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, მასწავლებელი, დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირი).

•             ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, რომ წარმოადგინოს საკუთარი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების ცნობა, რომლის აღების თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ექსკურსიის თარიღს 6 თვით. ასევე მძღოლი ვალდებულია წარმოადგინოს მართვის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი, რომლის აღების ვადაც უნდა აღემატებოდეს 5 წელს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის, მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის თანახმად, ხდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

სხდომაზე, ასევე მესამე მოსმენით იქნა განხილული საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად.

კანონის პროექტი ითვალისწინებს კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიურ დაკმაყოფილებას რეაბილიტაციის მიღწევის, ხოლო რეაბილიტაციის შეუძლებლობის შემთხვევაში - გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციიდან მიღებული თანხების განაწილების გზით.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი