01:28 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დავით სონღულაშვილი: „ანგარიში არის დასტური იმისა, რომ საქართველო არის რეგიონში ნომერ პირველი პარტნიორი ევროკავშირისთვის“
კიშინიოვის ქუჩაზე სპორტული სივრცისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

სიახლეები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

„მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსთვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა.

მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შესაბამისად ქვეყანაში 73 - ის ნაცვლად ამჟამად 30 სამაჟორიტარო ოლქია და თითოეულში რამდენიმე მუნიციპალიტეტია უკვე გაერთიანებული,  აღნიშნული დებულება ახლებურად დაარეგულირებს მაჟორიტარების ბიუროების ფუნქციონირებისა და დაფინანსების წესს.  შესაბამისად, საჭირო გახდა  გარკვეული ტიპის, მათ შორის ტექნიკური ხასიათის ცვლილებების განხორციელება.

პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები დაარეგულირებს  სამაჟორიტარო ბიუროების დაფინანსების საკითხს.

ასევე, რამდენადაც მაჟორიტარული ბიუროს წევრები პრაქტიკულად პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ხდებიან, მათზეც გავრცელდება ბევრი შეღავათი, მათ შორის დაზღვევის მექანიზმი და სხვა, სწორედ აქედან გამომდინარე განისაზღვრება ხელფასის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობაც პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ანალოგიურად.

დებულების პროექტი ასევე ითვალისწინებს ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს. 

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ პროექტს, რომელსაც პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი