17:58 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ინტერნეტის ღირებულება ევროპაში
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

სიახლეები

დავით სონღულაშვილი: „ანგარიში არის დასტური იმისა, რომ საქართველო არის რეგიონში ნომერ პირველი პარტნიორი ევროკავშირისთვის“

„ევროპარლამენტის ანგარიში არის პოზიტიური. ეს არის კიდევ ერთხელ, ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველოს ევროინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი, რასაც ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს. შესაბამისად, ის განცხადებები, რომელიც ამ ანგარიშის განხილვას მოჰყვა, ის ანგარიში, რომელიც შინაარსობრივად იყო წარმოდგენილი, არის დასტური იმისა, რომ საქართველო არის რეგიონში ნომერ პირველი პარტნიორი ევროკავშირისთვის და ევროკავშირი არის ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორი საქართველოსთვის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამენ რომ გრძელდება სექტორული ინტეგრაცია და ეს გზა არის შეუქცევადი პროცესი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მისივე თქმით, ანგარიშში წარმოდგენილია ასევე, რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ეს პროცესი. „თავისთავად ცხადია, იმისთვის, რომ პროცესები დაჩქარდეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გასათვალისწინებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში უფრო მეტი პოზიტიური შეფასებები იყო. ერთი და ორი ევროპარლამენტარის პოზიცია არ ნიშნავს ევროკავშირის, ევროპარლამენტის პოზიციას. ევროპარლამენტის პოზიცია არის შემდეგი, რომ საქართველო არის რეგიონში მთავარი პარტნიორი ევროპისთვის და გაგრძელდეს სექტორული ინტეგრაცია ევროკავშირში და შესაბამისად საქართველოს ევროპული გზა არის შეუქცევადი პროცესი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი