01:31 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ზაზა გაბუნიამ ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში გამართული შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საცხოვრებელი ფართები კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა

სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ჰაიდი ჰაუტალასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ჰაიდი ჰაუტალასთან ვიდეო ზარის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გამართა. ევროპარლამენტარმა კახაბერ კუჭავას, წინა კვირაში, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ იგი დადებითად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიესალმება გატარებულ რეფორმებს და საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე.

ონლაინ შეხვედრაზე მხარეებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ევროპელ პოლიტიკოსს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო რეფორმაზე ინფორმაცია მიაწოდა და ევროპელ კოლეგას ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ წინადადებით მიმართა. როგორც ჰაიდი ჰაუტალამ აღნიშნა, covid-19-ის ინფექციის პანდემიის გამო სადამკვირვებლო მისიების მივლინებები ამ ეტაპზე შეჩერებულია, თუმცა, მან ამ საკითხის კიდევ ერთხელ განხილვის მზადყოფნა გამოთქვა და შესაძლოა, საქართველო გახდეს ის პირველი ქვეყანა, სადაც ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია ჩამოვა.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას გარემოს დაცვითი საკითხები წარმოადგენდა. კახაბერ კუჭავას განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებითაც გააქტიურდეს ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან და „Green Deal”-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოც აქტიური მონაწილე გახდეს.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი