02:57 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რატი იონათამიშვილი: ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ იმ ოპოზიციის მხრიდან, რომლის რეიტინგიც ნულთან მიახლოებულია, იქნებოდა გარკვეული პროვოკაციები
ბეთანიაში, თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა

სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთში სპორტსმენებს შეხვდნენ

                     

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე,  ადგილობრივ  სპორტსმენებს  შეხვდნენ. 

შეხვედრაზე სპორტის სფეროში არსებულ პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, გურიის ჭიდაობის ფედერაციას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა ყოველთვის იყო პრიორიტეტი მმართველი გუნდისთვის და ამ მიმართულებით „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

 

„ეს ადამინები შრომობენ და ემზადებიან საქართველოს წარმატებისთვის. სახელმწიფოს მიერ 2012  წლიდან დღემდე სპორტის სფეროს დაფინასება 40-დან 167 მილიონამდე გაიზარდა. ასევე, საამაყოა, რომ გაიზარდა ჩვენი სპორტსმენების მიერ მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობაც. გვეამაყება რომ სპორტსმენების დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, ჩვენ განვაგრძობთ სპორტსმენების მხარდაჭერას და ეს იქნება  პრიორიტეტი“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვასილ ჩიგოგიძემ კი აღნიშნა, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს სპორტსმენებთან მათი პრობლემების მოსაგვარებლად.

„ოზურგეთში გვქონდა შეხვედრა სპორტსმენებთან, მოჭიდავეებთან. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. წლების წინ ვიყავი გურიის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მათთან მაქვს მჭიდრო კავშირი და ეს ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება მომავლშიც“, განაცხადა  ვასილ ჩიგოგიძემ.

​ 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი